პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ კონსულტაციის მიზნით შეხვედრა გამართა თორნიკე რიჟვაძესთან, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად არის წარდგენილი.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას, თორნიკე რიჟვაძე საქართველოს პრეზიდენტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრების კანდიდატების შესახებ ესაუბრა.