პოლიტიკა
კელი დეგნანი - 2020 წელი რთული იყო, მაგრამ გავაძლიერეთ პარტნიორობა და ერთად რეალურ პროგრესს მივაღწიეთ

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. 2020 წელი რთული იყო, მაგრამ საქართველოსა და აშშ-ის საუკეთესო მხარეები წარმოაჩინა, გავაძლიერეთ პარტნიორობა და ერთად რეალურ პროგრესს მივაღწიეთ, – აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში, რომელიც „ფეისბუქში“ საელჩოს გვერდზე გავრცელდა.

2020 წელს, მიუხედავად „კოვიდ-19“-ის გამოწვევისა, აშშ-ის საელჩომ საქართველოსთან გავაგრძელეთ პარტნიორობის გაღრმავება მთელ რიგ სფეროებში. ჩვენ ერთად ვმუშაობთ წარმატებული, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოსთვის, რომელიც მყარად არის დაკავშირებული ევროატლანტიკურ ერთა ოჯახს. კერძოდ, აშშ-ის პროფესიონალთა გუნდი საქართველოში ჩვენს მეგობრებთან ერთად მუშაობდა: „კოვიდ-19“-ის საპასუხო ნაბიჯებზე და საქართველოს ჯანდაცვის სიტემის გაუმჯობესებაზე, სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეწყობაზე, სამართალდამცავი სისტემის გაძლიერებაზე, ეკონომიკური განვითარებისა და ზრდის სტიმულირებაზე, რაც კარგ სამუშაო ადგილებს შექმნის და მეტ ინვესტიციას მოიტანს, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების გაძლიერებაზე და პასუხისმგებელი მედიის, განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მხარდაჭერაზე.

აღნიშნული მრავალი პროგრამის მიღმა, აშშ-საქართველოს პარტნიორობის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია: ჩვენი ხალხი ერთადაა ამ და მრავალი სხვა პროგრამის საშუალებით, ქართველები და ამერიკელები ჩვენი ორი ქვეყნისა და ამ რეგიონისთვის უკეთეს მომავალს ქმნიან.

2020 წელი რთული იყო, მაგრამ მან საქართველოს და შეერთებული შტატების საუკეთესო მხარეები წარმოაჩინა. ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი პარტნიორობა და ერთად რეალურ პროგრესს მივაღწიეთ“, – აცხადებს კელი დეგნანი.