უცხოეთი
საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. გაერთიანებული სამეფოში აღმოჩენილი „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობა უფრო სწრაფად ვრცელდება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც, ინგლისის მთავარი სამედიცინო სპეციალისტი, კრის უითი აცხადებს, „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის სწრაფი გავრცელების გამო, ის უფრო გადამდები შეიძლება, იყოს.
ჯერჯერობით უცნობია, მეტად საშიშია თუ არა „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობა სიცოცხლისთვის.
ამასთან, ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის დაფიქსირების ფონზე რეგულაციები გამკაცრდა.
1tv.ge