აქტუალური
ქუთაისში ინდური ინვესტიციები შემოვა

qutaisoქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მისი ამოქმედებიდან ორი წლის შემდეგ ინვესტიციების განხორციელებით ინდოელები დაინტერესდნენ. წლის ბოლომდე 2 ახალი საწარმოს მშენებლობა იგეგმება. დღეს კი ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში მხოლოდ ერთი – საყოფაცხოვრებო ტექნიკის საწარმო ფუნქციონირებს. თუმცა ეგვიპტური კომპანია „ფრეშ ჯორჯიასგან“ მთავრობა გაცილებით მეტს ითხოვს, რადგან ზონის ოპერატორმა კომპანიამ გაცილებით მეტი ვალდებულება იკისრა. ეგვიპტურმა კომპანია „ფრეშმა“ ქუთაისში ასი მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. თუმცა კომპანიამ მთავრობის იმედი ვერ გაამართლა.

მთავრობამ ზონის მუშაობით უკმაყოფილება ღიად დააფიქსირა და უახლოეს პერიოდში ზონის განვითარებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა უცნობია, რა ღონისძიებები და ქმედებები გატარდება ქუთაისის ინდუსტრიული ზონის მიმართ.

მთლიანობაში ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 12 საინვესტიციო პროექტი უნდა განხორციელებულიყო და 12 ქარხანა აშენებულიყო, რაშიც, საინვესტიციო გეგმის თანახმად, 1 მილიარდ 280 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება.