პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატურები დაასახელა

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მეათე მოწვევის საპარლამენტო თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურები დაასახელა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 11 დეკემბერს გაიმართება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება პარლამენტის საკვანძო თანამდებობზე პირების არჩევა.

კერძოდ, როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტის მომავალი თავმჯდომარედ დასახელდა არჩილ თალაკვაძე, პირველი მოადგილე იქნება გიორგი ვოლსკი, მოადგილეები კი კახა კუჭავა და დავით სერგეენკო.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იქნება ირაკლი კობახიძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე – მამუკა მდინარაძე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენილია ანრი ოხანაშვილი; ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ – მიხეილ სარჯველაძე; თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი ბერაია; საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი ქადაგიშვილი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ – სოზარ სუბარი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეფ – ირაკლი კოვზანაძე; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარედ – დავით სონღულაშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ – ნინო წილოსანი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ მაია ბითაძე;

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ბლოკს – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ნიკოლოზ სამხარაძე, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ბექა ოდიშარია.

სოციალური ბლოკიდან, ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იქნება დიმიტრი ხუნდაძე, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე – თეა წულუკიანი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ ყაველაშვილი.