პოლიტიკა
საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომაზე საპარლამენტო თანამდებობების პირებს აირჩევს.
პირველ სხდომაზე საკითხების განხილვის პროცედურები განსაზღვრულია რეგლამენტით. პროცედურით, საკანონმდებლო ორგანო თავდაპირველად აირჩევს – პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს. შემდეგ კი, მოხდება საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა.
რეგლამენტის გათვალისწინებით, პირველ სხდომაზე კენჭისყრა გაიმართება ელექტრონული სისტემით, საჭიროების შემთხვევაში კი, ბიულეტენებით.
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. თარიღი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაასახელა.