პოლიტიკა
საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. 8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
განკარგულების მიხედვით, პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.
საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ათი დღის განმავლობაში იმართება. ცესკო-მ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 3 დეკემბერს გამოაქვეყნა და ცხრა პოლიტიკურ პარტიაზე საპარლამენტო მანდატები გადაანაწილა.