პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: პირველ გამარჯვებას გილოცავთ!

     ვის ებრძვით, არ იცით, ვისი დანიშნულია?! - მეუბნებოდა მავანი და თვალებს ზემოთ წევდა, - მაგას მაინც არავინ მოხსნის! ვერ ხედავთ, ლამის შს მინისტრი მიამაგრონ დასაცავად?!“. როგორც ჩანს, ქართული საბჭოთა მახინჯი მენტალიტეტით დაავადებულებს მართლა სჯერათ, რომ საქართველოში ყოველთვის ყველაფერი ნაცნობობითა და ჩაწყობით გადაწყდება და რომ ჭკვიანი დინების წინააღმდეგ არასოდეს დაცურავს!

ამ არარაობებს - არარაობების გაზრდილებს, მართლა ჰგონიათ, რომ ხიდირბეგიშვილი პირველი დონის პოლიტიკური მოვლენებიდან და ლიდერებიდან ვიღაც საწყალი გოგონას კრიტიკაზე გადავიდა, რომლის შარვალს და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს გაბანძებული და გახურუშანებული ქართული ტელევიზია ყოველდღე გვაჩვენებს! ფული ან თანამდებობა - სხვა მოტივაცია ამ გოიმების გონებაში არაა ჩადებული, ეს ხომ მათი ბნელი ოჯახების მანკიერი ტრადიციაა!

   მაგრამ, როგორც გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი - მაშინაც, როცა მარტო ხარ! თუნდაც მოწინააღმდეგეს მაღალჩინოსანი მოღალატე მლიქვნელების ხროვა იცავდეს - კოვიდით გარდაცვლილ თანამემამულეთა კუბოებზე წამომხტარი, რომ ერთ მინისტრს მაღალი ქუსლი უფრო კარგად აულოკონ!

   პირველი გამარჯვება მიღწეულია! როგორც ჩანს, ივანიშვილი მთელ ინფორმაციას გაეცნო და ძალიან გაბრაზდა. პრემიერ გახარიას და მინისტრ ზალკალიანს დაუძახა და პირადი დავალებები მისცა - სასწრაფოდ შეიძინეთ და ჩამოიტანეთ ვაქცინა! შედეგად, კორონას ვაქცინა საქართველოში იანვარში შემოვა და ის ან ნური, ან უფრო, რუსული იქნება, რასაც საქტემბრიდან გავყვირი! და არა ამერიკული მაიმუნის ვაქცინა, კოვაქს-პფაიზერის, რომლის მიზერული პარტია (მოსახლეობის სულ რაღაც 20%-სთვის) მომავალი წლის აპრილში ვითომ უნდა შემოსულიყო, როცა ის უკვე არავის არაფერში დასჭირდება.

   ხომ გაფრთხილებდით, სკუტერით მოტივტივე ადვოკატებო, რომ ეს ქვეყანა ჩალით არ არის დახურული და მილიარდერის მუდმივი მფარველობის იმედი არავის უნდა ჰქონდეს?! აწი რაც მოხდება, იმასაც გეტყვით: ივანიშვილი დაინტერესდება - რატომ იბრიდებოდა კოვიდში მსოფლიოში პირველ ადგილზე გასული საქართველო და ამ დროს ჯანდაცვის მესვეურები ჯერ არარებულ ვაქცინა ნახევარი წლის მერე მშვიდათ ელოდებიან?! და ისიც - მოსახლეობის მარტო 20%-სთვის?! ვინ და რატომ გადარიცხა წინასწარ - 7 თვით ადრე! - ამ არარსებულ ვაქცინაში 7 მილიონი დოლარი ხალხის ფული და კიდევ 10 მილიონის გადახდას აპირებს?! ატკატს ხომ არ აქვს ადგილი?!

ივანიშვილი აუცილებლად დაინტერესდება - ვინ და რამდენ მილიონ დოლარად, კოვიდის ვაქცინის მაგივრად, შემოიტანა საქართველოში გრიპის ვაქცინა, როცა ქვეყანაში გრიპის ეპიდემია არ არის და არც მოსალოდნელია? რამდენ გრადუსზე ინახება ეს ასიათასობი ძვირადღირებული გრიპის ვაქცინა, რამდენი მისი ვარგსიანობის ვადა და რის საფუძველზე უნდა ჩამოიწერ ის? და სად წავიდა ამ ბოლო წლებში ღორის და ფრინველის გრიპის წინააღმდეგ დიდი რაოდენობით წინასწარ შეძენილი, მაგრამ გამოუყენებელი ვაქცინები? როგორც წელს - სწრაფი ტესტები, რომლებიც აბსოლუტური ტყუილი აღმოჩნდა?! ნეტავ, ვინმე დამიბრუნებს სწრაფი ტესტების საფასურს, რომლებმაც - ყველა! - უარყოფითი შედეგი აჩვენა, როცა კორონაში და ორმხრივ პნევმონიაში სახელმეიფოს მიერ მიტოვებული ვიბრიდებოდი?!

   და საერთოდ - იცით, რატომ არის დღეს ყველა ქართველი ექიმი ნაცი“?! რატომ არის "ნაცმოძრაობის" მომხრე თითქმის ყველა სახელოვანი პროფესორი და დოქტორი, კლინიკის ხელმძღვანელი და პოლიკლინიკის ექიმი, სასწრაფოს ეკიპაჟი და რიგითი მედპესონალი? მათ შორის - ყველა გაპიარებული მარიონეტი - ინფექციონისტი?

   იმიტომ, რომ ჯანდაცვის ახლანდელმა მენეჯმენტმა ისინი აწყენინა, არაფრად ჩათვალა, ჯიბეში ხელი ჩაუყო, დაემუქრა და გამოიყენა! ჯანდაცვის მენეჯმენტმა ყველაზე სახიფათო დანაშაული ჩაიდინა - ექიმები ნაცებად და ქოცება გაყოფა სცადა, მაგრამ უმეტესობა მაინც წინა ხელისუფლების ერთგული დარჩა (როგორც შსს-ში დღემდე ვანო მერაბიშვილის კულტია)!

   რატომ გაუტეხეს ექიმებს გული, რატომ უნდა ჰქონდეთ მათ სააკაშვილის დაბრუნების ნოსტალგია და რატომ დაუშვეს საბოტაჟი ჯანდაცვის დარგში? ცნობილი ექიმების - ბაბუისა და მამის - გაზრდილი მიშა ამაში ჭკვიანურად იქცეოდა - დაუძახებდა ყველასთვის საპატივცემულო ფრიდონ თოდუას, საყოველთაოდ აღიარებულ პროფესიონალსა და მენეჯერს უდიდესი გამოცდილებით, და პარლამენტის ვიცე-სპიკერად დანიშნავდა! მისი თავჯდომარეობით საპარლამენტო თუ სამთავრობო კომისიას შექმნიდა, სადაც აუცილებლად შეიყვანდა ქართული მედიცინის კორეფეებს და ცნობილ მენეჯერებს, მათი პარტიული სიმპატიების მიუხედავად! კომისიაში აუცილებლად იქნებოდნენ მელიაც, სოფრომაძეც, გამყრელიძეც და მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებიც! გათვლა სწორი აღმოჩნდა - როცა უჭირდათ, ყველაზე ცნობილი შევარნადისტებიც და ზვიადისტებიც, ნაცები და ქოცები - ყველა ერთად მირბოდა „თოდუაში“ და „გულში“ და ყველა ერთნაირად სწრაფ და ხარისხიან დახმარებას ღებულობდა! ასე არ იყო? იქნებ, მიკერძოებული ვარ, რადგანაც მეგობრებზე ვლაპარაკობ?!

   ამით სააკაშვილი პასუხისმგებლობასაც თავიდან იცილებდა და თან საქმეც კეთდებოდა. მას კარდაგ ესმოდა, რომ მედიცინა არ არის ის დარგი, სადაც ქართული ტრადიციული სკოლა უნიტაზში ჩასარეცხია და მკვეთრი რეფორმები ჩასატარებელი, როგორც მაგალითად, პოლიციაში! როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება დილეტანტიზმი, თუნდაც დიდი უნთუზიაზმით, სასტიკად დაუშვებელია! და არ შეიძლება, ავადმყოფის ბედი «ცხელ ხაზზე“, და არა ექიმის ცხელ გულზე იყოს დამოკიდებული.

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2020 წლის 8 დეკემბერი
საქართველო, თბილისი