საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. პარტია „გირჩი“ იყოფა. ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მიერ პარტიის დახურულ ჯგუფში გამოქვენებული პოსტიდან ირკვევა.
ზურაბ ჯაფარიძე კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს და როგორც თავად წერს, „არც აპირებს“.
“მოკლე ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ. სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ, იაგოს (ხვიჩია) ვახოს (მეგრელიშვილი) და სანდროს (რაქვიაშვილი) გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო, არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს, სამწუხაროდ, ხდება ასეთი რაღაცეები ცხოვრებაში. წარმატებას ვუსურვებ სამივეს; მჯერა, რომ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ. ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო, ზუსტად მესმის, რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა. გაჩერებას არ ვაპირებ, „გირჩის“ მთავარი ბრძოლები წინაა“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
ცნობისთვის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "გირჩმა" ხმების 2.89% აიღო; სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, პარლამენტში შესვლაზე ისიც უარს აცხადებს.