რელიგია
ანდრია ჯაღმაიძე - ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე პატრიარქთან შეხვედრები შეზღუდულია

 საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, პატრიარქთან შეხვედრები შეზღუდულია. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაპოსტა.

“საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინტერესდებიან ჟურნალისტები და არა მხოლოდ.

მოგახსენებთ, რომ პატრიარქი ბრძანდება საპატრიარქოში. ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია რეკომენდებული ზომები და შეზღუდულია მასთან შეხვედრები”, — განაცხადა ანდრია ანდრია ჯაღმაიძემ.