რელიგია
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წმინდა მირონი ეკურთხა

patriarqi_mironiსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მირონი აკურთხა და ბრძანა, რომ ეს არის ისტორიული ფაქტი. 
„მირონი არის საკურნებელი სულისა და ხორცისა, საცხოვნებელი სულთა ჩვენთა“, – ბრძანა უწმიდესმა.

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მირონის კურთხევამდე სპეციალური ლოცვაც შესრულდა. ის უწმიდესმა თავად წაიკითხა. ტაძარში შეკრებილმა მრევლმა კი მუხლი მოიყარა და საკუთარი თავისა და საქართველოსთვის ილოცა. ლოცვის დასრულების შემდეგ ტაძრის ამბიონზე სპეციალური მინის ჭურჭლებში მოთავსებული მირონი აკურთხეს, რომელიც სამი დღის განმავლობაში იხარშებოდა.