სამართალი
თვითმხილველების ცნობით, ყარაულაშვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ბენზინგასამართ სადგურთან არსებული მაღაზიიდან ალკოჰოლიანი სასმელის წაღებას უფასოდ ცდილობდა. დაცვის უფროსმა ის სადგურის ტერიტორიიდან გააძევა, თუმცა რამდენიმე წუთში ყარაულაშვილი შეიარაღებული დაბრუნდა და დაცვის უფროსს თავში ესროლა. გოგა დვალი ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.