საზოგადოება
იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ

 საქართველო,4 დეკემბერი, საქინფორმი. ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

სტოლტენბერგის განცხადებით, ის ფაქტი, რომ დღეს საქართველო მონაწილეობდა ამ შეხვედრაში, არის ნატო-ს მხარდაჭერის ნიშანი.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.