პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ფული მოგვეცით, ბატონებო, ფული!

     როგორც ვვარაუდობდი, NATO-ს მინისტერიალზე საქართველოს MAP–ი არ მისცეს - მისცეს მხოლოდ "განახლებული არსებითი პაკეტი". თანაც, შეახსენეს, რომ არავითარი სპეცშეღავათები საქართველოსთვის არ იქნება - ალიანსში წევრად მიღება გაგრძელდება მხოლოდ ყველა წევრის სრული კონსენსუსის საფუძველზე. და არავითარ სხვა "ქართულ" კომბინაციებზე ჩვენ არ წავალთო!

     და რა არსებითი განსხვავებაა - მისცეს MAP–ი, არ მისცეს MAP–ი?! ნატოს „ყოჩაღ“ ლიდერებს კორონავირუსის გამო შეხვედრისაც კი ეშინიათ - ურთიერთობენ მხოლოდ მონიტორების მეშვეობით! და რა განსხვავებაა - „განახლებული არსებითი პაკეტი“, თუ არა?! პანდემიის დასრულებამდე NATO-ს სამხედროები ომობანას თავიანთ მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერებში ითამაშებენ! საქართველოში NATO-ს საერთაშორისო წვრთნები წელიწადში ორჯერ ტარდებოდა - წელს ერთი მაინც თუ ჩატარდა? არა! აი პანდემია დასრულდება - სამს ჩაატარებენ, სწორედ ეს იქნება "განახლებული არსებითი პაკეტი"! გემები უწინდებურად შემოვა ბათუმსა და ფოთში, მოგვყიდიან იარაღს, ფრანგულ საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ამერიკულ „ჯაველინებს“, ავღანეთში ვიდგებით, აკი საქართველო და უკრაინა ნატოს ბოლო ორი ფორპოსტია შავი ზღვის სანაპიროზე რფ–ის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ!

   მაგრამ ნებისმიერი ჩიხური სიტუაცია ყოველთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას სახელმწიფოს სასარგებლოდ! საქართველოში, რეალურად, მაქსიმუმ 2,5 მილიონი მუდმივი მცხოვრებია, რომლებიც შიმშილობენ სამსახურის, ფულისა და საკვების გარეშე და იღუპებიან კორონავირუსით მედიკამენტების და სამედიცინო დახმარების გარეშე. სამედიცინო და ფინანსური სექტორი კორუმპირებული დილეტანტების ხელშია, რომლებიც ზღაპრულად გამდიდრდნენ ეპიდემიაზე! იმის ნაცვლად, რომ პანდემიის დასრულებამდე მოსახლეობას ნაღდი ფული დაურიგდეს და მოქალაქეებს უფასოდ უმკურნალონ, მათ შემოაქვთ ყალბი ტესტები, უკვეთენ ყალბ ვაქცინებს, სუბსიდირებენ COVIDსასტუმროებსა და მდიდრულ რესტორნებს, სადაც საქართველოს რიგითი მოქალაქეების 90% ცხოვრებაში ვერ მოხვდება! ისინი უტიფრად ატყუებენ პრემიერმინისტრ გაარიას, რომელიც უკვე წონასწორობიდან გამოიყვანეს!

   ამის ნაცვლად, საჭირო იყო NATO-სთვის საქმიანი წინადადების შეთავაზება: ჰეი, მეგობარო, მომბეზრდა შენგან ფულის სესხება! ინდა, შენი გემები მყოფებოდეს საქართველოს პორტებში, ყირიმსა და სოხუმიდან რუსული გემების სამიზნის ქვეშ? გადაიხადე, როგორც თურქეთს ხდი სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებისთვის! და რამდენშეაქვს NATO-ს წვრთნებისა და შეფასების ცენტრსაქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში? არაფერი?! რატომ იღებს ქართულკონტინგენტავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბევრად ნაკლებს, ვიდრე სხვა ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები?! გადახადე ქართველებს, როგორც ამერიკელებს, გერმანელებსა და ფრანგებს! რამდენს უხდის NATO საქართველოს მის ტერიტორიაზე საერთაშორისო წვრთნების ჩატარებაში? სევარაფერს?! გინდაანტენები ჩვენს ტერიტორიაზე? გადაიხადეთ! თუ მათ რუსულავიაცია დაბომბავს, ის მაინც ოდინება - რისთვის, ანუ რადაგვიჯდა! სამაგიეროდ ჩვენს 2.5 მილიონ მოქალაქეს როგორმე გამოვკვებავ!

   საქართველოს არ აქვს ნავთობი, როგორც აზერბაიჯანს, მხოლოდ გეოპოლიტიკურად სტრატეგიული ტერიტორიაა - მაშ, მოდი ავიღოთ ფული ამაში! სხვათა შორის, აგერ აზერბაიჯანი საქართველოს გაზის საფასურს უზრდის, რაც მოსალოდნელი იყო, როდესაც ბაქო 100% -იანი მიმწოდებელი გახდ და რუსეთი, ყაზახეთი და ირანი ბაზრიდან განდევნა. მერე რა პრობლემაა?! მოდი, ჩვენც პროპორციულად გავზარდოთ აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის სატრანზიტო გადასახადი მაგისტრალური მილსადენებით საქართველოს გავლით თურქეთში, და იქიდანევროპაში. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე რას იტყვით? მოაქვს დაპროექტებული შემოსავალი?!

   და დაე, რუსეთმაგადაიხადოს! რკინიგზისთვის აფხაზეთისდა საქართველოგავლით - სომხეთში! ჩვენ აფხაზეთს უსასყიდლოდ ვაძლევთ ვაქცინებს, ელექტროენერგიას, ვმკურნალობთ ავადმყოფებს - დიდი ამბავი, თუ მატარებლები ორივე მიმართულებით ივლიან! კიდევ უკეთესი - მატარებლებით ვივლით და არა ვირით, ნგურის ხიდზე! დაროკის გვირაბით იარონ ტრაილერებმა ცხინვალის გავლით - თბილისში, სომხეთში, აფხაზეთში, სოჭსა და კრასნოდარში - სადაც გნებავთ! მხოლოდ გადაიხადეთ! ველაფრისთვის! ტრანზიტი, გზები, ეკოლოგია, საბაჟო მოსაკრებლები - როგორც ყველგან, არაფერი ზედმეტი!

   სომეხო ძმებო! თქვენთვის გზები საქართველოს გავლით სასიცოცხლო მნიშვნელობისაა! გადაიხადეთ, პრობლემა არ არის! აი თქვენ ლარსის ალტერნატივაც! თურქებო! მეტი გადაიხადეთ, ცოტა გვიხდით, თქვენმა ტრაილერებმა და ავტობუსებმა სულ გადაჭედეს ჩვენი ვიწრო გზები! ყველა ბარი, სასტუმრო და ბორდელი ოკუპირებულია თქვენი მძღოლების მიერ! იმგზავრეთ რამდენიდა საითაც ნებავთ, მაგრამ გადაიხადე!

   აი რით უნდა დაკავდეს საქართველოს ხელისუფლება, ქართველ მენშევიკებთან საამური ბაასის ნაცვლად! გაერთიანებული ქართული ოპოზიცია სააკაშვილი-ბოკერია-ბურჯანაძე-ხაზარაძე იგივე ქართველი მენშევიკები არიან, რომლებმაც ზუსტად 100 წლის წინ გაყიდეს საქართველო! რის საფუძველზე აწყობენ დღეს ისინი ყოველდღიურ მასობრივ ფლეშმობებს - ნიღბების გარეშე, პანდემიის პირობებში?!

   და რაში გვჭირდება კომენდანტის საათი, თუ საგანგებო მდგომარეობა არ არის გამოცხადებული, რომელიც კონსტიტუციის შეჩერებას ითვალისწინებს?! ბუტიკების ძვირადღირებულ ტანსაცმელში გამოწყობილი ვიგინდარები დამატებითი მანდატებითა და სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით ვაჭრობენ 4 წლით წინდაწინ - მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი შიმშილითა და ეპიდემიით იხოცება! კარგი, ვთქვათ გამოაცხადა ხელისუფლებამ ახალი არჩევნები - რა, ამით დასრულდება კორონავირუსი და ინფლაცია, გაჩნდება ფული და სამუშაო ადგილები?! და ვინ გადაიხდის მილიარდს ახალი არჩევნებისთვის?! სააკაშვილი?! ხალხს პენსიებით დააპურებთ, თუ თქვენი სადეპუტატო მანდატებით, გაიძვერებო, პარლამენტის შენოაში რომ ვერა და ვერ შეგვათრიეთ?!

   ეს რა ხელისუფლებაა, თუ ექსპროპრიაციის გამოცხადებაც არ შეუძლია, რომელსაც მიმართა სააკაშვილმა თავისი მმართველობის პირველდღეებიდანვე?! როგორ დავიჯეროთ, რომ ქართველმა მილიონერებმა თავიანთი ქონება პატიოსნად იშოვეს?! ვის ვატყუებთ, რომ მათ ყველა გადასახადი შეიტანეს სახელმწიფო ბიუჯეტში?! ფული მოიტანეთ, ბატონებო, და თავისუფალი ხართ, არავინ ოცნებობს თქვენს ციხეში ჩასმაზე! დააბრუნენაქურდალი, ხალხის ფული! თუნდაც მოპარული არ იყოს, თქვენი ქონების ნახევარი დაუბრუნექართველ ხალხს, რომელიც დღეს სულს ღაფავს! რომლის მოხრილ ზურგზეამდენი წელი მდიდრდებოდით.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2020 წლის 4 დეკემბერი
საქართველო, თბილისი