საზოგადოება
აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 308 ადამიანს, მათგან 87-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მათივე ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში, საერთო ჯამში, 143 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 26 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რეჟიმის მონაცემებით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 29 ნოემბერს ორი კოვიდდადასტურებული პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო სოხუმის მობილურ ჰოსპიტალში ერთი.

მათივე ინფორმაციით, აფხაზეთში კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილია სულ 84 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3 845. აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 5 970 შემთხვევაა დაფიქსირებული.