„დემოკრატია ამერიკულად“ როგორც ქართული სულის განადგურების გლობალისტური გეგმა
კაცობრიობასა და მის ხალხებს თავიანთი ისტორიის განმავლობაში არაერთი მმართველი ჰყოლიათ. ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისა და საქციელის მიხედვით, მმართველებსა და მეფეებს ხალხი მეტსახელებსაც არქმევდა. ვინც, საბედნიეროდ, ე.წ. რეფორმირებულ განათლებას ავცდით, ასეთი მმართველებისა და მეფეების მეტსახელებიც გვახსოვს. ასე შემორჩა საქართველოს ისტორიას დავით აღმაშენებლის, დემეტრე თავდადებულის, ქეთევან წამებულის, ვახტანგ გორგასლისა და სხვათა სახელები. გვახსოვს ივანე მრისხანეს, პეტრე დიდის, რიჩარდ ლომგულის, პიპინ მოკლეს, ტანმოკლე ფაშასა და სხვათა სახელებიც. უნდა აღინიშნოს, რომ არცერთ ქვეყანასა და ეპოქაში „მავნებლისა და სულელის სახელშერქმეული“ მმართველები არ ჰყოლიათ. ალბათ ასეთებიც არსებობდნენ, მაგრამ ისტორია და ხალხი მათ სახელებს შლიდა. ქართველი ერის ისტორია მრავალსაუკუნოვან პერიოდს რომ ითვლის, ამით ახალს არაფერს განვაცხადებ. ყველა ქვეყნისა და საქართველოს ისტორიაც, მეტწილად, მამაცი და სამშობლოს შეწირული ადამიანების სიცოცხლის ფასად იწერებოდა. ერის ისტორიას ენა, ტრადიცია და კულტურა და, პირველ რიგში, იდენტობაც განსაზღვრავდა. ქართველი და მართლმადიდებელი ოდითგან განუყოფელი ცნებები იყო. ქართველი ვარო – ავტომატურად მართლმადიდებლად ყოფნასაც გულისხმობდა. ისტორიის, ეპოქებისა და პოლიტიკური ფორმაციების ცვლილებასთან ერთად, იცვლებოდა საზოგადოებები. მიუხედავად ამისა, დიდი ისტორიისა და ტრადიციის ქვეყნებში არსად შეცვლილა ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები. ეს ხდებოდა გარკვეულ დრომდე... მანამ, სანამ, ერთ მშვენიერ დღეს, 70-იან წლებში, სადღაც ოკეანის გაღმა, „ბიძია სემებმა და ჯონებმა“, „ბჟეზინსკებმა, მალთუსებმა და სოროსებმა“ კაცობრიობისთვის ფასეულობების შეცვლა არ დაგეგმეს. გეგმა კაცობრიობის ხალხებზე ბატონობას, ხელოვნურად შექმნილი ეთნოკონფლიქტებით, ომებით, მის „ოქროს მილიარდამდე“ დაყვანას და დედამიწაზე არსებული ბუნებრივი რესურსების ხელში ჩაგდებას ითვალისწინებდა. ამას კი „დიდებული სახელი“ – „გლობალიზაცია“ დაარქვეს. მისი ზოგადსაკაცობრიო ხასიათიც ახალი ტექნოლოგიების დანერგვითა და პროგრესით აიხსნა.
უნდა ითქვას, რომ კოსმოსში ადამიანის გასვლის დროს ამაზე დიდი პროგრესი მეცნიერებასა და ტექნიკაში არ არსებობდა. ჩანს, მაშინ „ამისი დრო“ ჯერ არ იყო მოსული. „გლობუს“ – იგივე დედამიწის სფეროს სახელწოდება, დღეს „გლობალიზაციასთანაა“ გაიგივებული. ის დედამიწაზე მცხოვრები კაცობრიობისთვის ერთი ფასეულობის, რელიგიისა და იდეოლოგიის თავსმოხვევას გულისხმობს. არცერთი იდეოლოგია არ არსებობს ფასეულობების გარეშე, მითუფრო – მართლმადიდებლური. მისთვის კი სწორედ ის ფასეულობებია მიუღებელი, რასაც ეს გლობალიზაცია ნერგავს – ჰომოსექსუალიზმი, ეროვნული ტრადიციისა და თვითმყოფადობის ნგრევა. ეს ფასეულობებიც ტრადიციულ, ეთნიკურ და რელიგიურ-კულტურულ ნიადაგზე საუკუნეების განმავლობაში აღმოცენებული ფასეულობებია. გვიან წარმოქმნილი თუ მცირე ხნის იტორიის მქონე ერებისთვის ფასეულობების შეცვლა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს. მითუფრო, ამისთვის არსებობს მძლავრი „მსოფლიო მედია“ და ე.წ. მსოფლიო მოდა. მეტიჩარა, „ფეხისხმასაყოლილი“ და გაუნათლებელი ადამიანებიც ასეთ „გამზადებულ რეცეპტებსაც სიამოვნებით ყლაპავენ“.
ავად თუ კარგად არსებული საბჭოთა კავშირი დაიშალა. არგუმენტი კი მოძველებული პოლიტიკური სისტემა, სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი სხვადასხვა სფერო და ერთა თვითგამორკვევით – დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით გასვლის პრინციპი იყო. ცნობილია, რომ ამ გეგმისთვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 90 მილიარდი გამოყო, რადგან თვლიდა, რომ მსოფლიოზე ბატონობის „უპირველესი უფლება მას ჰქონდა“ (?!). უფლისგან შექმნილი ერებიდან ერთ-ერთს სხვაზე ბატონობის პრივილეგია ვინ მიანიჭა – ეს ცალკე შეკითხვის საგანია! იმ ეტაპზე კი „თვითგამოსარკვევ ერებში“ სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც აღმოჩნდა. „გლობალიზაციის მესვეურებს“ საკუთარი გეგმა მოუმზადებლად არ დაუწყიათ. მანამდე არსებული რადიო „თავისუფლებითა“ და „სხვადასხვა ხმებით“ ადამიანებს გაუჩნდათ გრძნობა, რომ „იქით – დასავლეთში“ „თავისუფლების განსაკუთრებული სურნელი ტრიალებდა“. ტრიალებდა, მაგრამ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩვენი ცნობიერებისთვის, გენეტიკისა და მართლმადიდებლობისთვისაც – არცთუ კარგი... ყველა ქვეყანა – თავისი გენეტიკური ეთნოტიპით, ცალ-ცალკე კარგად შეისწავლა დასავლეთის სხვადასხვა ინსტიტუტმა. „თავისუფლებას მოწყურებული“ ქართველი ერიც „გალიიდან გამოშვებული მხეცივით“ დაეწაფა დამოუკიდებლობას. გარეთ კარგად დაგეგმილი სცენარით ქართველი ხალხი „9 აპრილის სასაკლაოს“ მსხვერპლი შეიქნა! ერიც თითქოს შეიკრა და გამთლიანდა და „ქვეყნის ერთიანობის რღვევის გეგმამაც“ არ დააყოვნა. აქეთ ძირძველი აფხაზეთი „აგვიფეთქეს“, იქით – სამაჩაბლო. კონფლიქტებს მონათესავე ერების სისხლისღვრა, ეთნიკური გენოფონდის გაწყვეტა და ხანგრძლივად გაყინული კონფლიქტები მოჰყვა.
ამერიკის არაერთი ადმინისტრაციის იდეოლოგ ბჟეზინსკის გეგმას თუ გავითვალისწინებთ, საქართველო ექვს ადმინისტრაციულ ერთეულად უნდა დაყოფილიყო. ფაქტობრივად, საქართველო, როგორც სახელმწიფო ერთეული, აღარ იარსებებდა (გამოჩნდა, რომ სააკაშვილის დღევანდელი პოლიტიკა სწორედ ამ გეგმით მოქმედებს). დაკარგული მიწა-წყლის დაბრუნების მიზნით, მაშინდელმა ხელისუფლებამ „ნატოში“ შესვლაზე აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო. გაჩნდა იმედი, რომ „ნატო“ თავისი ძლევამოსილი არმიით ტერიტორიების დაბრუნებაში დაგვეხმარებოდა. ამ პროცესებში მონაწილე „დასავლეთში განსწავლულ“ პოლიტიკოსთა უმეტესობა დღეს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებშია. მოსახლეობისთვის კი არავის განუმარტავს, რომ „ნატოში“ შესასვლელად ეს ბლოკი კონფლიქტური რეგიონების დათმობას ითხოვდა (ქართველისთვის კი, მიუხედავად ყველაფრისა, ძირძველი მიწის დათმობა ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც სარწმუნოებისა და გენეტიკის შეცვლა!). ფაქტობრივად, ბჟეზინსკის გეგმა სისრულეში მოდიოდა. „დასავლურ დემოკრატიაში“ იყო ის, რაც ჩვენ არ გვქონდა და გვიმალავდნენ (?). ამას კი ასეთივე მომხიბვლელი სახელი – „დემოკრატია“ ერქვა. შემდგომში აღმოჩნდა, რომ ეს „დასავლური დემოკრატია“ სხვა არაფერი იყო, თუ არა სექსუალური უმცირესობებისა და სხვადასხვა არატრადიციული სექტის საქართველოში შემოღწევის მცდელობა. ყველაფერს „დასავლური ფასეულობები“ ეწოდა, რომელთა განხორციელებასაც „ფეხდაფეხ“ მოჰყვა დიდი ფინანსებიც. ყველგან დაიწყო სხვადასხვა „დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და ე.წ. არასამთავრობო სექტორის ჩამოყალიბება. ამ „არასამთავრობო“, ანუ არასახელისუფლებო რგოლის არსებობას კი, ერთადერთი მიზანი – გარედან დაფინანსებული თანხებით ქვეყნის შიგნით სიტუაციის არევა ევალებოდა და დღესაც ევალება. გარედან დაფინანსებულ ამ სექტორს გარეთ იმ პერიოდისთვის (ძირითადად, დასავლეთის ქვეყნებში) „განათლებამიღებული“ პოლიტიკოსების – იგივე „გავლენის აგენტების“ შექმნაც მოჰყვა. მათ საქართველოში „ჩვენს საშველად“ „მეგობარი ქვეყნების“ რეკომენდაციები და დასავლეთის ინსტიტუტების მითითებები ჩამოიტანეს. მათ რიცხვში იყო „მსოფლიო ბანკი“ და „სავალუტო ფონდი“, მთავარი მაკონტროლებელი კი მაშინაც და დღესაც შტატების ადმინისტრაციაა. ერთის „მითითებით“ „ჯართი ვაწარმოეთ“ – რაც კი ქარხანა, მემორიალი და რკინის ნივთი იყო, „მეგობარ თურქეთში“ გავზიდეთ; მეორეს საგარეო ვალს კი მას შემდეგ ემატება და ემატება ჩვენი შვილების გადასახდელი ვალები.
ყველაზე მნიშვნელოვანი – „დასავლეთიდან მართვადი აგენტებისთვის“ საქართველოსთვის დამღუპველი იყო ძირძველი კავკასიელი ქართველის „მაშასადამე გაევროპელება“. ეს ქართველის „გენეტიკური ცნობიერების“ შეცვლის პირველ ეტაპს წარმოადგენდა. შემოვიდა მანამდე არარსებული „ბოიფრენდების“ დანერგვის, „ქალიშვილობის ინსტიტუტის, უფროსუმცროსობის ინსტიტუტის რღვევის“, ქალის პატივისცემის უგულებელყოფისა და ყველაფერ ტრადიციულთან დაპირისპირების ტენდენცია. ტელევიზიებითა და არასამთავრობო სექტორის მეშვეობით საქართველოსა და ტრადიციული ქვეყნებისთვის ყველაზე მიუღებლის – ჰომოსექსუალიზმის ფართო პროპაგანდა დაიწყო. დასავლეთის ფულებითა და გრანტებით „ნაკვები“ პოლიტიკური და არასამთავრობო სპექტრი ამ პროცესს კარგახანს უყურადღებოდ ტოვებდა – „დასავლური ფული“ დიდ ვალდებულებასაც გულისხმობს!!! ჩვენს საზოგადოებაში კი პროტესტს სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე მეტად ეროვნული ფასეულობების ნგრევა იწვევდა. „სახელისუფლებო ნასუფრალს მიმსხდარი ადამიანები“ „ნაციონალებისგან ტირაჟირებულ ფასეულობებს“ დღემდე „დემოკრატიულ ფასეულობებად“ მიიჩნევენ. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი კი თვლის, რომ „განხორციელებული პოლიტიკა“ არც დემოკრატიულია და არც ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისკენ მიმართული, ისევე, როგორც „ნაციონალურთან“ სახელისუფლებო პარტიას საერთო არაფერი აქვს. გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსული ერთი – ვიწრო და „გაუნათლებელი ჯგუფისგან“, საქართველოს გადაშენების მასშტაბური გეგმა ხორციელდება. პოლიტიკაში არსებობენ „გულწრფელად მოსაუბრენიც“, მაგრამ საზოგადოების განწყობის გათვალისწინებით, პოლიტიკოსთა უმეტესობისთვის „ქართული და ეროვნული თემატიკა“ პოლიტიკური პოპულიზმის გზად იქცა. ქვეყნის ინტერესების დაცვის „მათი ფიცი“ საკუთარ ქმედებებთან „შეუსაბამობაში“ მოდის ყოველი არჩევნების ჩატარებისას. პარტიებისთვის ხელისუფლებისგან გამოყოფილი დაფინანსება მათ სააკაშვილისთვის ხელისუფლების შენარჩუნების მოტივს აძლევს. აღარ იქნება სააკაშვილი – წავლენ ესენიც. „ხელი ხელს ბანსო“, – ამათზეა ნათქვამი. პოლიტიკურ ოპოზიციაშიც ორი ფრთა იკვეთება – პროამერიკული და პრორუსული. საზოგადოებაში კი „პროს“ გარეშე ქართული ორიენტაციის ძალის მოთხოვნაა; ძალისა, რომელიც „მეზობლებთანაც“ და „პარტნიორებთანაც“ ერთნაირად მოახერხებს ურთიერთობის დალაგებას. დასამალი არ არის და ამაზეც ნურავინ იდავებს, რომ როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, „ამერიკულმა პოლიტიკამ“ ფიასკო განიცადა.
„მეგობრობა და პარტნიორობა“ შენი იდეოლოგიის თავსმოხვევითა და „სტრატეგიული ინტერესით“ არ შეიძლება განსაზღვრო. „მეგობრობა გზად და ხიდად!“ – თქვა ქართველმა! ეს გზა კი ჩემთვის მიუღებლის ძალით თავსმოხვევას არ ნიშნავს. დასამალი არავისთვისაა, უბრალო მოქალაქემაც იცის, რომ ე.წ. რვიანის მოლაპარაკების ფორმატში მსხდომი პარტიებისთვის დასავლეთიდან, კერძოდ, ამერიკიდან, მილიონობით დოლარი მოედინება. ეს ჯგუფიც ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის მომხრეა. მწარე გამოცდილების ფონზე არეულობა და სისხლისღვრა არც საზოგადოებისთვისაა ხელსაყრელი, თუმცა ქუჩის აქციების მომხრე პოლიტიკურ სპექტრს, რიგი მიზეზებისა გამო, საზოგადოება აღარ ენდობა. ზოგი „რევოლუციის სულისჩამდგმელი“, თავად ხალხის ხარჯზე გამდიდრებული, ოპოზიციონერობამდე არაკანონიერი გადაწყვეტილების მიმღები იყო, ზოგიც – რევოლუციის მოწყობის ხელშემწყობი და ორგანიზატორი. ორივე ფრთას ხელისუფლებაში მოსვლის – არსებულის ჩანაცვლების პირადი ინტერესი და ამბიცია ამოძრავებს და არა – ქვეყნის. საზოგადოება და ხალხი ამას ხედავს; იცის, რომ ისევ ამერიკის მიერ ხელდასხმული ხელისუფლება იმავე კურსს გააგრძელებს – არაფერი შეიცვლება, პრორუსულ ფრთას კი ე.წ. ანდერგრაუნდის გამო აღარ ენდობა. სახელისუფლებო პროპაგანდითაც ქუჩის აქციების მომხრე ფრთა რუსეთის ჯარის შემოსვლაზეც წამსვლელია. ომსა და უბედურებას საქართველო და მისი ხალხი ვეღარ გაუძლებს. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დიდია ალბათობა, რომ ხალხმა მართვის სადავეები თავად აიღოს ხელში. ამით კი შესაძლოა, ისევ გარედან მართულმა ძალამ ისარგებლოს.
შემთხვევითობას არც ის უნდა მივაწეროთ, რომ მსოფლიო პოლიტიკის მართვაზე პრეტენზიის მქონე, არაერთი რევოლუციის სულისჩამდგმელი ამერიკა დღეს საზოგადოების როლსა და ამ სექტორის გააქტიურებაზე ალაპარაკდა. აღწერილი სიტუაციიდანაც ჩანს, რომ ამერიკიდან მართული პოლიტიკოსები მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც გაიშიფრნენ. დასავლურ გრანტებზე მცხოვრებ საზოგადოებრივ სექტორზე აქცენტის გადატანა შესაძლოა, ასეთივე პოლიტიკოსთა ჩანაცვლების პირობად გამოიყენოს გარეშე ძალამ. ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, „ოღონდ ეს არა და ვინც გინდა, სხვას“ პრინციპი „შესაკრებთა გადანაცვლება“ შეიძლება აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი დიდი ბებია დედით ლატვიელი მყავდა, წარმოშობით – გერმანელი, დედამთილი კი, აქაური რუსი მყავს, ნებისმიერ სხვა სტატუსს, უცხო ენაზე საუბარს და, მითუფრო, „ევროპელობას“ ვერასდროს შევეგუები. იმ დროს, როცა ევროპელი ვიკინგები, ბარბაროსები და ვანდალები ცივილიზაციის არაერთ კერას ანგრევდნენ და ანადგურებდნენ, საქართველოს საგანმანათლებლო ცენტრებში ლიტერატურის შედევრები იქმნებოდა. ამ დასავლურ ცივილიზაციასა და კულტურას საშუალო სკოლებიდან და ტრადიციული ოჯახებიდან ჩვენი თაობის ყველა ადამიანია ნაზიარები. მაინცადამაინც „მაგიდაზე ფეხების შემოწყობა“, პირდაუბანელად საწოლში საუზმობა, ცოლქმრული ურთიერთობის ღალატი და რაღაც გაურკვეველი „გენდერული თანასწორობა“ რატომ უნდა შევითვისო პარტიარქალურ საქართველოში?! „მეუღლის“ ტერმინით ცოლქმრული პასუხისმგებლობისა და უფლებების განაწილების შესანიშნავი მაგალითიც დიდიხანია, გვაქვს. არც ისტორია გვაქვს ვინმეზე ნაკლები, არც ჩვენი ენა ითვლის ზოგიერთებივით ერთ-ორ საუკუნეს.
საერთოდ, რატომ უნდა გადასხვაფერდე, თუ ღმერთმა საქართველოში ქართველად გაგაჩინა? – იმიტომ, რომ სააკაშვილს საქართველოს სინგაპურად ქცევა სურს? იმიტომ, რომ ქართველს ეუბნებიან – შენი წარმატების შესაძლებლობა ქართულის ნაცვლად „ინგლისური და კომპიუტერიაო“? იმიტომ, რომ ნაციონალთა გუნდს ისე სძულს ეს ქვეყანა, რომ ყელგაწვდილი ეხვეწება ნატოს – თუკი სადმე საომარი ოპერაცია ტარდება, ანუ ადამიანები იხოცებიან, ქართველები გამაშვებინე საზარბაზნე ხორცადო? იმიტომაც გამოგვიყო სავალუტო ფონდმა 60 მილიონი „განათლების რეფორმისთვის“, რომელიც ოთხი კლასის საშუალო განათლებას გულისხმობდა. უმაღლესი, როგორც „განვითარებად ქვეყანას“, არ გჭირდებათ და იურისტებითა და ეკონომისტებით ჩვენ მოგამარაგებთო... „მოვმარაგდით“ „მდგრადად განვითარებადი“ ქობალიას ეკონომიკით, სკოლებში პედოფილებითა და გაურკვეველი სექტების ინგლისურენოვანი მოპედაგოგო ადამიანებით. ცხრაკლასდამთავრებული უსწავლელი ახალგაზრდა, თუ ატესტაცია გაიარა, უმაღლესში უსახსრობის გამო ვერ ისწავლის... არჩევანი ერთი რჩება – „ნატოს ჯარში“ მაღალანაზღაურებადი საკონტრაქტო სამსახური. განათლებული ქართველი არც ჩვენს ზედა ეშელონებს და არც ამერიკას სჭირდება.
სულ მაინტერესებდა, რატომ არ შეიძლება „დემოკრატიის შუქურად“ აღიარებულ საქართველოში, არაერთი დემოკრატიული ქვეყნის მსგავსად, ამ უმსგავსობების წინააღმდეგ „ანტიგლობალისტური მოძრაობა“ დაიწყოს?! პასუხი დღემდე არ ვიცი, თუმცა ბევრ სხვასავით, ვხედავ, რომ ასეთი ანტიქართული, ანტიმართლმადიდებლური და ანტისახელმწიფოებრივი იდეოლოგიით ქვეყნის მართვა აღარ შეიძლება. რაღაც ერთ პოლიტიკურ ჯგუფსაც, საყოველთაო რეფერენდუმის გარეშეც, თუნდაც დიდი დაფინანსების სანაცვლოდ, ქართველი ხალხისთვის გენეტიკური ორიენტაციის შეცვლის უფლება აღარ უნდა მიეცეს! ნატოში შესვლასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმიც, ისევე, როგორც არჩევნების შედეგები, ნაციონალებმა გააყალბეს.
იმ პერიოდში ეგზიტპოლების დამკვირვებლად ვიყავი და ხმა „ნატოსთვის“ 30%-ზე მეტს არ მიუცია. ოფიციალური მონაცემებით, შედეგები 75%-მდე გაზარდეს. „შუქურამ შექება დაიმსახურა“ და საქართველოს ნგრევაც გააგრძელა.
თუ გარედან მართული ეს ჯგუფი და მისი სატელიტი ოპოზიცია არ შეიცვალა, ეს საქართველოს დასასრული იქნება. შეცვლა კი მხოლოდ მართლა ქართველი ხალხის ნებით უნდა მოხდეს და არა რომელიმე, თუნდაც, ახალი გარეშე ძალის. სააკაშვილი კი ისტორიაში „მიხეილ დამანგრეველის“ სახელით შევა!
ბაია ამაშუკელი,
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმი"