უცხოეთი
საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. სომხეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 356 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 135 124-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 2 164-ს მიაღწია.
კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 108 442-ია.
interpressnews.ge