პოლიტიკა
„ევროპეისკაია პრავდა“ - საქართველომ შესაძლოა, ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა მიიღოს

 საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველომ შესაძლოა, ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა მიიღოს.

როგორც უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ნატო-შტაბბინაში ტექნიკურ დონეზე საქართველოსთვის ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემის შესახებ თანხმობა მიღწეულია“.

ამას გარდა, ბევრი იმასაც აღიარებს, რომ წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნათა დიდი ნაწილი საქართველოს უკვე შესრულებული აქვს და ქვეყანა ახლო პერსპექტივაში უნდა გახდეს ალიანსის 31-წევრი“, – წერია სტატიაში.

ამასთან, გამოცემა ხაზგასმით წერს, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

თუმცა, 1-2 დეკემბერს დაგეგმილ ნატო-საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე ამ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ არ მიიღებენ, რადგან ალიანსში ურჩევნიათ, ამ საკითხზე აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოსაზრება მოისმინონ. ზოგიერთი მიმომხილველი ასევე ყურადღებას ამახვილებს გერმანიაში 2021 წელს დაგეგმილ არჩევნებზეც“, – ნათქვამია უკრაინული გამოცემის სტატიაში.

უკრაინელი ჟურნალისტების ამბობენ, რომ საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების შესახებ ალიანსში მიმდინარე დისკუსიების თაობაზე ინფორმაცია მათ არაერთმა წყარომ მიაწოდა, როგორც ნატო-სტრუქტურებში, ისე დასავლეთისა და უკრაინელი დიპლომატიური წრეებიდან“.