უცხოეთი
საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ტიგრან ხაჩატრიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
ტიგრან ხაჩატრიანი სომხეთის ეკონომიკის მინისტრის პოსტზე 2018 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვეს სომხეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
interpressnews.ge