რელიგია
როგორ აღინიშნა საქართველოში გიორგობა კორონავირუსის პანდემიის ფონზე

 საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში 23 ნოემბერს გიორგობას აღნიშნავენ – ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია ქვეყანაში. დილის 9 საათიდან ქაშუეთის და სხვა მართლმადიდებლურ ტაძრებში სადღესასწაულო ღვთისმსახურება დაიწყო.

ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით მორწმუნეები ეკლესიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პირბადეს ატარებდნენ და სოციალური დისტანციის დაცვას ცდილობდნენ.

გიორგობა საქართველოში სახელმწიფო დღესასწაულია და ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. გიორგობას ქვეყანაში ორჯერ აღნიშნავენ – 23 ნოემბერს და 6 მაისს.