პოლიტიკა
ამერიკული სამხედრო გემი „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში შემოვიდა

 საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. ამერიკული სამხედრო გემი „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში შევიდა.

როგორც ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო შეიარაღებული ძალების სამეთაურო შტაბის განცხადებაშია აღნიშნული, ხომალდი ნატო-ს მისიის ფარგლებში შავ ზღვაში რეგულარულ პატრულირებას ჩაატარებს.

„დონალდ კუკმა“ დაიწყო შესვლა შავ ზღვაში. აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების გემი მეშვიდედ შევიდა შავ ზღვის რეგიონში. აშშ-ის ფლოტის ხომალდები რეგულარულად პატრულირებენ შავ ზღვაში ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების – თურქეთის, უკრაინის, რუმინეთის, ბულგარეთისა და საქართველოს მხარდასაჭერად!“ – ნათქვამია აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების სამეთაურო შტაბის განცხადებაში.