პუბლიკაციები
საქინფორმი: დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საშუალებით ერევა (ნაწილი მესამე)

 აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) თავისი საქმიანობა საქართველოში 1992 წელს დაიწყო. 28 წლის განმავლობაში ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა USAID- ის ფონდის მეშვეობით საქართველოს 1,8 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყვეს. ამ წარმატებულ პარტნიორობაზე დაყრდნობით, ვაშინგტონის მთავრობა ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიონ დოლარს გამოყოფს 50 ფართომასშტაბიანი პროგრამისთვის, რომლებიც მხარს უჭერს საქართველოს დასავლურ ორიენტაციას. 2019 წელს ფონდმა საქართველოს 50 259 835 დოლარი გამოუყო.

ორგანიზაციის დაფინანსება ძირითადად ერგება კარგად ცნობილ და სანდო არაკომერციულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც, თავის მხრივ, ლოკალურ დონეზე შედარებით პატარა სტრუქტურებს უკავშირდებიან დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად. საქართველოში ერთ-ერთი ასეთი ”საიმედო” არასამთავრობო ორგანიზაციაა ახალგაზრდა ქართველ იურისტთა ასოციაციGYLA–ა (Georgian Youth Layer Associations), რომელიც 1994 წელს დაარსდა. GYLA ყოველწლიურად იღებს მილიონობით დოლარს პრაქტიკულად ყველა უცხოელი დონორისგან, რის შემდეგაც არაფორმალურად აფინანსებს ბევრ მცირე არასამთავრობო ორგანიზაციას. ამრიგად, ასეთი ადგილობრივი სტრუქტურების მეშვეობით ხორციელდება მრავალრიცხოვანსაპროტესტო აქციების, რადიკალური მოძრაობისა და ოპოზიციის ლიდერების დაფინანსება.

USAID–ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლებელია გამოიყოს 2019 წელს რიგი განსაკუთრებით დიდი გრანტის მიმღები ორგანიზაცია:

ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვისლიდერი მამუკა ხაზარაძის TBC ბანკმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, მოძრაობამ “საქართველო მდგრადი განვითარებისათვის” და “საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასულ წელს მიიღეს ძალიან დიდი გრანტი 14 003 301 აშშ დოლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ ხაზარაძე მჭიდროდ თანამშრომლობდა სკანდალურად ცნობილ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების ამერიკულ კონსორციუმთან. კერძოდ, ეს კონსორციუმი 2017 წელს დააარსეს ხაზარაძის კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა ფირმა Conti International LLC- მა. ბიზნესმენი-პოლიტიკოსი აქამდე აცხადებს, რომ ამერიკულ კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულება უკანონოდ შეწყდა, თუმცა კონსორციუმმა არ შეასრულა ხელშეკრულების პირობები და რამდენიმე წლის განმავლობაში პრაქტიკულად არაფერი აუშენებია, ასევე არ წარმოუდგენია საჭირო საანგარიშგებო დოკუმენტები. გარდა ამისა, ამ ზაფხულს კომპანიამ ფინანსური ზარალის ასანაზღაურებლად საქართველოს მთავრობას 1 მილიარდი აშშ დოლარი მოსთხოვა.

მომდევნო გრანტის მიმღებები არიან იუსტიციის უმაღლესი სკოლა, საქართველოს პროფკავშირების კონფედერაცია და საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, რომლებმაც 4 876 883 აშშ დოლარი მიიღეს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) 4 542 684 აშშ დოლარი მიიღო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ენერგეტიკის დეპარტამენტი - 3 056 658 აშშ დოლარი.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) - 2 705 348 აშშ დოლარი.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია GYLA-თან ერთად - $ 2.560.453.

TBSC Consulting-მა, არაკომერციულმა ორგანიზაციებმა CiDA (Civil Development agency), არაკომერციულმა ორგანიზაციამ ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის საქართველოდა თბილისი პრაიდმა 1,540,310 აშშ დოლარის გრანტი მოიგეს აშშ–ის მთავრობის საკონსულტაციო მომსახურებისთვის საქართველოში პარტნიორი ორგანიზაციებისათვის ქვეყანაში განხორციელებულ საკვანძო რეფორმებზე. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რეალიზების, აგრეთვე, საქართველოში სექსუალური უმცირესობების მხარდაჭერის შესახებ.

სახელმწიფო მართვის მონიტორინგის ცენტრი (GMC), სამოქალაქო აქტივობის ცენტრი (ქ. თბილისი) - 1,449,175 აშშ დოლარი.

გამოყოფილი თანხები მხოლოდ სამი უცხოური ორგანიზაციიდან - ღია საზოგადოების ფონდი“, დემოკრატიის მხარდაჭერის ევროპული ფონდიდა აშშ–საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) - საქართველოსთვის ფულადი სახსრების დიდძალ ნაკადს წარმოადგენენ, რომლებიც გამოიყენება – არა მხოლოდ საქველმოქმედო პროექტების, არამედ საპროტესტო აქციების, ხელისუფლების შეცვლის, ასევე დასავლური პოლიტიკის მიმართ ყველაზე ლოიალური მთავრობის ფორმირების დასაფინანსებლად.