აქტუალური
საქსტატი რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობს

konferencia_sakstatiსაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე საქსტატის ექსპერტებთან ერთად მონაწილეობს მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ რეგიონულ კონფერენციაში, რომელიც თბილისში გაიხსნა 19 აპრილს. კონფერენციაში, ასევე, მონაწილეობენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და სტატისტიკის სამსახურების წარმომადგენლები, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები.

კონფერენციაზე განიხილება სიღარიბის შეფასებისა და საარსებო მინიმუმის დათვლის არსებული მეთოდოლოგია და ამ მეთოდოლოგიის გადახედვისა და გაუმჯობესების საკითხები.

შეგახსენებთ, რომ საქსტატი მსოფლიო ბანკთან ერთად აქტიურად მუშაობს არსებული მეთოდოლოგიის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით. კონფერენცია დღეს დაამთავრებს მუშაობას.