საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. აბსოლუტურად აუცილებელი და არსებითია, რომ საბოლოდ, ჩვენ მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, როდესაც საქართველო შეძლებს, ჰყავდეს სრულფასოვანი პარლამენტი, რომელიც მზად იქნება გაუმკლავდეს იმ პასუხისმგებლობებს, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე ელოდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ელჩი ნაყოფიერად აფასებს იმ შეხვედრებს, რომელიც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაიმართა და აცხადებს, რომ მცდელობა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წინსვლა არ იქნება.
„მე ყოველთვის ვხედავ გამოსავალს. გასულ პარასკევს ჩვენ გვქონდა შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომელიც ვფიქრობ, სასარგებლო და ნაყოფიერი იყო იმ თვალსაზრისით, თუ სად შეიძლება ვიპოვოთ წინსვლის გზა საქართველოს სასარგებლოდ, პარლამენტის სასარგებლოდ, რომელიც იქნება მზად იმ მნიშვნელოვანი გამოწვევებისთვის, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას მოკლევადიან პერსპექტივაში და ამავდროულად, გააუმჯობესებს წინსვლას ევროპულ გზაზე, საქართველო ევროკავშირის ურთიერთობების განმტკიცებისთვის, ეს არის ის, რისთვისაც მე ვიბრძვი. ეს მცდელობები გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ მივალთ მომენტამდე, როდესაც ამ დისკუსიებში წინსვლას მივაღწევთ. აბსოლუტურად აუცილებელი და არსებითია, რომ საბოლოდ ჩვენ მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, სადაც საქართველო შეძლებს, ჰყავდეს სრულფასოვანი პარლამენტი, რომელიც მზად იქნება გაუმკლავდეს იმ პასუხისმგებლობებს, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე ელოდება. ეს უნდა იყოს მიზანი და ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. ამას სჭირდება ლიდერობის უნარი და პასუხისმგებლობა, რომელიც ყველა მხარემ უნდა აიღოს“, – განაცხადა ჰარცელმა.