სამართალი
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 20 ნოემბრისთვის დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო

 საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 20 ნოემბრისთვის დაგეგმილი შეხვედრა არ ჩატარდება.

შეხვედრის გადადების მიზეზად კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარება სახელდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ თარიღზე, რომელიც სავარაუდოდ დეკემბრის დასაწყისი იქნება.

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ბოლო, 97-ე შეხვედრა 24 სექტემბერს გაიმართა.