საზოგადოება
იან კელი - პომპეო მხოლოდ მთავრობას ხვდება, ეს შეცდომაა

 საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.

როგორც ყოფილი ელჩი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, მაიკ პომპეო მხოლოდ მთავრობას ხვდება, რაც შეცდომაა.

"პომპეო საქართველოშია, რომელიც კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც არჩევნების შედეგები სადავოა, ის მხოლოდ მთავრობას ხვდება, ეს შეცდომაა", - წერს კელი "ტვიტერზე".

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს. დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.