საზოგადოება
აღნიშნულ საკითხს პარტია „თავისუფალი საქართველო“ გამოეხმაურა, რომლის თავმჯდომარე კახა კუკავა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივა საქართველოს ხელისუფლების, კონკრეტულად კი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ეკა ტყეშელაშვილის, კიდევ ერთ არაკომპეტენტურ ნაბიჯს წარმოადგენს.
„მოვუწოდებთ და ვურჩევთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მომავალში ნებისმიერი ტიპის ინიციატივა, რომელიც აფხაზებისა და ოსების ჩართულობას ითვალისწინებს, მხოლოდ მათთან წინასწარი კონსულტაციებისა და შეთანხმებების გზით განხორციელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააკაშვილის არალეგიტიმური რეჟიმის მხრიდან ცალმხრივ ინიციატივებს სასურველი შედეგი არ მოჰყვება“, –ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.
ამასთან, „თავისუფალი საქართველო“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების გადაწყვეტის ერთადერთი და უალტერნატივო საშუალება ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური პირდაპირი მოლაპარაკებებია.