პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: აშშ, რუსეთი, თურქეთი - ამიერკავკასიის სექტორებად დაყოფა დროებით დასრულებულია

     სსრკ-ის ლიკვიდაციის შემდეგ, სამხრეთ კავკასიის სამი რესპუბლიკა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ხელისუფლების სათავეში, თუნდაც მოკლე ხნით, ე.წ. არაფორმალური ლიდერების მოსვლამ კიდევ უფრო გაამწვავა უკვე არსებული და მომწიფებული ეთნიკური კონფლიქტები. თუმცა აქ ოდესღაც მოძმე რესპუბლიკების გზები გაიყო: თუ აზერბაიჯანის პრეზიდენტად საბჭოთა ლიდერის, ჰეიდარ ალიევის დაბრუნებამ ქვეყანაში სტაბილურობა მოიტანა და ენერგეტიკული მეგაპროექტების საფუძველი შექმნა უმსხვილესი დასავლური კომპანიების მონაწილეობით, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივნის ედუარდ შევარდნაძის დაბრუნება საქართველოს სათავეში აფხაზეთის სამხედრო კონფლიქტით, ხოლო მისი წასვლა - უმძიმესი ენერგეტიკული კრიზისითა და ეკონომიკური დეფოლტით აღინიშნა. შევარდნაძის მცდელობა, შეენარჩუნებინა საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი, დასავლეთისკენ მკვეთრი მოხვევის გარეშე, აშშ-სა და ევროპის ლიდერებთან ძველი პირადი კავშირის წყალობით, უშედეგოდ დასრულდა.

     სომხეთი: გარდა პერმანენტული ხანმოკლე შეტაკებებისა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ყოფილი საბჭოთა ჩინოვნიკის, ყარაბაღის ლიდერის რობერტ ოჩარიანის არჩევამ ასევე მშვიდობა და მეტ–ნაკლები კეთილდღეობა მოუტანა ქვეყანას რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული კავშირის წყალობით.

     მოვლენებს წინ გავუსწრებ და ვიტყვი, რომ სამხრეთ კავკასიაში საბჭოთა პერიოდის „ჰარმონიის“ დაბრუნება შემდგომშიც შეუძლებელი იქნება - როცა ჯორჯ სოროსი გადაწყვეტს აქ „ახალი წესრიგის“ შექმნას. ღია საზოგადოების” შექმნა ყველზე წარმატებულად მოხერხდება საქართველოში, რაც განაპირობებს ფერად რევოლუციას” განხორციელებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დროშის ქვეშ, ხელისუფლების სათავეში სოროსის გაწვრთნილ სააკაშვილის მოყვანას, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაკარგვას და ათასობით ლტოლვილს. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, საიდანაც ქართველები გააძევეს, ხოლო აფხაზები და ოსები არ ეთანხმებოდნენ ოფიციალური თბილისის ევროატლანტიკურ კურსს, რუსეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარებს და გახსნის იქ სამხედრო ბაზებს, როგორც გიუმრისა და ერევანში.

     რაც შეეხება აზერბაიჯანს: საქმე ისაა, რომ თავდაპირველად კიევის მაიდანს უნდა მოჰყოლოდა „მაიდანი“ ბაქოში. მაგრამ აზერბაიჯანში სოროსის გეგმები წინდაუხედავად გაამჟღავნა აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა აზერბაიჯანში რიჩარდ მორნინგსტარმა, რომელმაც რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ოფიციალურ ბაქოს მაიდანის მოწყობითდაემუქრა ”თუ ხელისუფლება არ შეწყვეტს მოქალაქეთა წამებას”. აშშ-ის ელჩის განცხადება მიუღებლად და აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში ჩარევად მიიჩნიეს, ამიტომ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კონტროლი დააწესა სხვადასხვა დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ინსტიტუტებზე, მედიასა და ფონდებზე, რომლის უმრავლესობა ქვეყნიდან გააძევა. რის შემდეგაც სოროსმა მთელი თავისი ძალები სომხეთისკენ მიმართა, სადაც წინასწარ შეიქმნა უპრეცედენტო რაოდენობის არასამთავრობო ორგანიზაცია.

     ყველაფერი, რაც 2018 წელს ერევნის მთავარ მოედანზე მოხდა, 2014 წელს აღვწერე „BetsyHotel“–ში გამართულ კონფერენციაზე (ციტატა გამოსვლიდან): ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების განახლება კვლავ პროვოცირებული იქნება ... ხელისუფლების უკმაყოფილების სახალხტალღას მყისვე აიტაცებენ ადგილობრივი ოპოზიციონერებიროგორიცაა ნიკოლ აშინიანი, გაზეთ „აიკაკან ჟამანაკის“ მთავარი რედაქტორი”. „ვარდების რევოლუციის“ სცენარი სომხეთში საოცარი სიზუსტით გაიმეორეს: მიტინგების შედეგად, რომლებიც კორუფციაში ჩაფლული ხელისუფლების შეცვლის ლოზუნგით მიმდინარეობდა, კანონიერმა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ხელმძღვანელობა დაუთმო ჟურნალისტ–NGO-შნიკ ნიკოლ აშინიანს, რომელსაც განვლილი ჰქონდა ღია საზოგადოების ყველა საფეხური. მაგრამ რაკიღა სომხეთი უკვე იყო ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი და “ОДКБ“- ფიგურანტი, მას, საქართველოსგან განსხვავებით, გაუმართლა - 10 ნოემბერს მაარ დაკარგავს საკუთარი ტერიტორიის არც ერთი მეტრი (დაკარგა მხოლოდ მის მიერ დაკავებული აზერბაიჯანის ტერიტორიების დიდი ნაწილი), შეინარჩუნა რა სომხებისთვის საკრალურად მნიშვნელოვანი მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილი და ლაჩინის დერეფანი. მეტიც - მათ დასაცავად სომხეთმა რუსული ჯარები შეიყვანა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ხოლო სოროსის ფონდის ოფისი ერევანში დაარბიეს. ამასთან, ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმება გულისხმობს ლტოლვილთა დაბრუნებას და მთიანი ყარაბაღის სტატუსის შემდგომ განხილვას, რაც სააკაშვილის “წყალობით“, მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულებაში არ დევს.

   ყარაბაღის ზავი შესაძლოა დადებულიყო სომხებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობებით, თუ ამ წლების განმავლობაში ერევანი პრაგმატულად და არა ემოციურად მიუდგებოდა მისი სტატუსის საკითხსა და სამხედრო მოქმედებების ალბათობას. სომხეთის სათავეში ყოფნისას, ლოგისტიკური სივრცის არარსებობის პირობებში, როცა მოწინააღმდეგედ გყავს თურქეთის მოკავშირე აზერბაიჯანი, უგუნურებაა, ბელორუსის პრეზიდენტთან ერთად პერმანენტულად საყედურობდე ქვეყანას - უსაფრთხოების ოფიციალურ გარანტსა და ერთადერთ მოკავშირეს. მოსკოვმა შენიშნა ეს „კონტრა–პუნქტი“, მაგრამ დუმდა მანამ, სანამ კრიტიკოსებმა თავად არ გააცნობიერეს თავიანთი შეცდომა ...

   ამრიგად, ყარაბაღის ზავის შედეგად, რუსეთსა და თურქეთს შორის გავლენის სექტორებად ამიერკავკასიის დაყოფა დროებით დასრულდა და სოროსისთვის ადგილი აღარ დარჩა.

1. რუსები არ უმიზნებენ მთელ სამხრეთ კავკასიას, როგორც სსრკ–ის დროს, ამიტომ, მუსლმანური აზერბაიჯანი იქნება თურქეთის ("ერთი ხალხი - ორი სახელმწიფო") გავლენის ზონა (თურქების გარეშე უკვე შეუძლებელია სამშვიდობო მისიის შესრულება კონფლიქტის ზონაში).

2. ქრისტიანული სომხეთი, „“არცახის ნაწილთან ერთად, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი კვლავ რჩება რუსეთის სექტორში. მართალია უახლოეს მომავალში სომხებისა და აზერბაიჯანელების მშვიდობიანი თანაცხოვრება ყარაბაღში შეუძლებელია, მაგრამ რუსეთმა აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ: ა - კავკასიაში ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც რუსეთთან არის ან რუსეთი, რაც არსობრივად ერთი და იგივეა; ბ - რომ რუსეთი ამიერიდან ხელმძღვანელობს მხოლოდ პრაგმატული მოტივებით, რომლებიც ეხმიანება მის ეროვნულ ინტერესებს, და სრულებითაც არ აპირებს ”ქველმოქმედებით” დაკავებას - საბჭოთა ხელმძღვანელობის შეცდომების გამეორებას; გ – რუსეთმა მიანიშნა უკრაინასა და საქართველოს, რომ მას ძალუძდს მყისიერად გადაწყვიტოს სხვადასხვა ხანგრძლივი კონფლიქტები - ისეთიც, როგორაა სირიაში, და ისეთიც, როგორიცაა ყარაბაღში, თანაც - მარტოს, სხვადასხვა მინსკის ჯგუფებისა და ჯენევის ფორმატების გარეშე.

3. მართლმადიდებელი საქართველო, მუსლიმთა დასახლებული ქვემო ქართლითა და აჭარით, ამერიკულ სექტორში რჩება. სწორედ ამაში დასარწმუნებლად, სამხრეთ კავკასიაში „ხელახლა გამოჩენილ“ ზემოაღნიშნულ გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოში 17 ნოემბერს მოულოდნელი ვიზიტით მოფრინავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

   თუმცა, პომპეოს შეუძლია არ იღელვოს, რადგან საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში არაფერი ემუქრება - შემთხვევითი როდი გახარიამ წინასწარ მიულოცა ჯოზეფ ბაიდენს პრეზიდენტობა?! პანდემიის პირობებში, პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ფოსტით ხმის მიცემის გარეშე ჩაატარა, თანაც ისე, როგორც ეს აშშ–ში სურდათ - მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული რომ ყოფილიყო! თანაც, მოახერხა გაერთიანებული ოპოზიციისა და მისი ლიდერის, სააკაშვილის საბოლოო ლუსტრირება:

- გამოქვეყნებულმა აუდიოჩანაწერებმა აჩვენა, რომ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები მორიგ "ფერად რევოლუციას" ამზადებდნენ, ამჯერად - შეიარაღებულ სახელმწიფო გადატრიალებას;

- თბილისელები აღშფოთებული არიან - ოპოზიციის მცირერიცხოვან მიტინგებზე ღიად ურიგებენ ახალგაზრდებს ვარდისფერ აბებს - ნარკოტიკებს, რის შედეგად ისინი მთელი ღამე წელს ზემოთ ლამის შიშვლები ცეკვავენ;

- თბილისელები აღშფოთებული არიან - მიტინგების შედეგად, სადაც არ არის დაცული ელემენტარული მოთხოვნები ეპიდემიის პირობებში, მკვეთრად იმატებს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი;

- ქართველი ხალხი, მათ შორის ოპოზიციის ელექტორატი, აღშფოთებულია, როდესაც ხედავს, თუ როგორ ვერ აღწევენ ოპოზიციის ლიდერები შეთანხმებას, შევიდნენ თუ არა პარლამენტში, მათი მეთაური სააკაშვილი კი მეასედ დაჰპირდა ჩამოსვლას, მაგრამ ისევ შეეშინდა.

   და რაც მთავარია, საქართველოს მთავრობამ მოახერხა თავიდან აეცილებინა საქართველოს ჩათრევა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში მრავალი პროვოკაციის მიუხედავად, რამაც კიდევ უფრო აამაღლა ხელისუფლების ავტორიტეტი ოფიციალური ვაშინგტონის თვალში. საგულისხმოა ისიც, რომ დღეს აშშ–ში არავინ საუბრობს რუსეთის ჩარევაზე არც ამერიკის საპრეზიდენტო და არც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2020 წლის 13 ნოემბერი
საქართველო, თბილისი

წყარო: "Sputnik - საქართველო"