პოლიტიკა
ბენ ჰოჯესი - ვისურვებდი, საქართველოში აშშ-ის გაზრდილი ინფრასტრუქტურა ვნახო

 საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. ვისურვებდი, საქართველოში აშშ-ის გაზრდილი ინფრასტრუქტურა ვნახო, განსაკუთრებით როტაციული ძალების და სტრატეგიული ავიაგადაზიდვების მხარდაჭერა, – ამის შესახებ სააგენტო „ეუროფ თაიმ“-თან ინტერვიუში აშშ-ის ევროპული ჯარების ყოფილმა მეთაურმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა.

ამერიკელი გენერლის თქმით, მთიან ყარაბაღში ჩასული რუსი სამხედროები უფრო მეტად ოკუპანტები იქნებიან, ვიდრე მშვიდობისმყოფელები, როგორც ეს აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში ხდება.

ბენ ჰოჯესის თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სამომავლოდ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონი ვაშინგტონისთვის.

კითხვაზე, რა გავლენას მოახდენს რეგიონული ცვლილელები საქართელოს სატრანზიტო ფუნქციაზე, ამერიკელმა გენერალმა უპასუხა: „იქ რუსეთის სახმელეთო ჯარების საოკუპაციო ძალად ყოფნა სასარგებლო არ იქნება“.

ბენ ჰოჯესის განცხადებით, სომხეთში რუსული ბაზების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, რასაც საქართველომ და მისმა პარტნიორებმა, მათ შორის აშშ-მ ყურადღება უნდა მიაქციონ.

მსურს ვნახო საქართველოში აშშ-ის ინფრასტრუქტურის გაზრდა, განსაკუთრებით როტაციული ძალებისა და სტრატეგიული საჰაერო გადაზიდვების, ასევე საზღვაო ძალების კომპონენტის მხარდაჭერა. ეს არის დიდი ძალების კონკურენციის ნაწილი, იმის დემონსტრირება, რომ ეს რეგიონი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ ჩავდებთ ინვესტიციებს დიპლომატიაში, ინფორმაციასა და კერძო ეკონომიკაში, ასევე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებაში“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.