აქტუალური
ქართულ ავიაბაზარზე თურქული მონოპოლია ფართოვდება
kopitnariსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ქუთაისში კოპიტნარის აეროპორტს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გაყიდის. ინვესტორი ვალდებულია, 1 ლარის სანაცვლოდ განავითაროს აეროპორტის ინფრასტრუქტურა,   უზრუნველყოს ბილეთების დაბალი ფასი. გარდა ამისა, ინვესტორმა გარანტია უნდა დადოს, რომ წელიწადში 20 მილიონ მგზავრს მოემსახურება. აეროპორტის მართვის უფლებაზე ხელისუფლება არც ტენდერს გამოაცხადებს და არც აუქციონს. თუმცა უკვე საუბრობენ იმაზე, თუ ვინ იქნება კოპიტნარის აეროპორტის მფლობელი. როგორც ამბობენ, ყველაზე მეტი შანსი თურქულ ავიაკომპანია „ტავ ჯორჯიას“ აქვს, რომელიც თბილისსა და ბათუმში უკვე ოპერირებს. „ტავ ჯორჯიასთვის“ თბილისის აეროპორტის მმართველობაში გადაცემისას ხელშეკრულებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ 300 კილომეტრის რადიუსში არცერთ ავიაკომპანიას არ აქვს უფლება, აეროპორტი ააშენოს. ბათუმის აეროპორტიც იმიტომ გადასცეს თურქეთს, რომ ყველა სხვა ავიაკომპანიის წინადადება დაიბლოკა. კოპიტნარი თბილისის აეროპორტიდან 220 კილომეტრში მდებარეობს. აქედან გამომდინარე, კოპიტნარის მფლობელიც თურქული კომპანია გახდება.