პუბლიკაციები
„ვარდების რევოლუცია 2“ საქართველოში გადაიდო - საქინფორმი

 საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ მმართველ პარტიასთან საპარლამენტო არჩევნებში წააგო, მან ხელისუფლებას ხელახალი არჩევნების ჩატარება მოსთხოვა. გუშინ, 15 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, პრაქტიკულად, დაინიშნა ახალი "ვარდების რევოლუცია" - აქაოდა, ან ხელისუფლება ცნობს არჩევნებს გაყალბებულად, ან ამ ხელისუფლებას დავამხობთო!

მაგრამ ივანიშვილის საქართველოდან განდევნა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა არ გამოვიდა. დაპირებული ასობით ათასი ადამიანის ნაცვლად, 30 ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც საერთო ჯამში ხმათა დაახლოებით 40% მიიღო, შეძლეს თბილისში – 5000-მდე და ბათუმში 2000-მდე მომიტინგეს გამოყვანა, რომლებიც მალევე დაიშალნენ. ამრიგად, დადასტურდა საქართველოს პარლამენტის ექსთავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვები, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, აშშ-დან დაბრუნებულმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში სთხოვეს "ნებისმიერი გზით, თუნდაც ხმების დამატებით, მაგრამ პარლამენტში ბევრი ოპოზიციის გაყვანა". ხელისუფლებამ შეასრულა დანაპირები, მაგრამ ოპოზიციას, როგორც ხედავთ, "მადა მოუვიდა" და საერთოდ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე.

მეორე მიზეზია განხეთქილება ოპოზიციაში, რომელიც სააკაშვილის ფიგურის გამო მოხდა. მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოატყუა თანამებრძოლები და არ ჩამოვიდა საქართველოში, მათ გადაწყვიტეს, თავად გამხდარიყვნენ მთავარი ლიდერები. ესაა ნიკა მელია, რომელიც გუშინ მიტინგს დირიჟორობდა; ეს არის ნინო ბურჯანაძე, უელექტორატო, მაგრამ ამბიციებით, რომელსაც სურს ხელისუფლებაში დაბრუნება სააკაშვილის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხარჯზე. მაგრამ მიტინგს არ ესწრებოდნენ "სერიოზული" "ნაციონალები" - შს ექსმინისტრი მერაბიშვილი და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი გენერლები, რომლებიც სამხედრო პუტჩის ორგანიზების ეჭვის ქვეშ აღმოჩნდნენ. ასევე, არ მისულა სააკაშვილის თანამოაზრე გუბაზ სანიკიძე, რომელსაც მელიამ მთავარი არხის სტუდიაში კადრ მიღმა ცემა. "აშკარა ავანტიურაში" მონაწილეობისგან თავს შეიკავა"ევროპელი დემოკრატების" ლიდერმა გიგა ბოკერიამაც.

მაშ ასე, მომიტინგეებმა ბიძინა ივანიშვილს მოსაფიქრებელი ვადა მისცეს 15 საათიდან საღამოს 20 საათამდე, თანამდებობიდან ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას, "პოლიტპატიმრების" გათავისუფლებისა და ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მიზნით. როგორც მოსალოდნელი იყო, ასეთ აბსურდული ულტიმატუმს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მხრიდან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია, ხოლო მომიტინგეებმა - 3000–მდე ადამიანმა - ცესკოს შენობასთან გადაინაცვლა და პირობა დადეს, რომ ალყას შემოარტყამდნენ, სანამ ისინი არ აღიარებდნენ არჩევნების გაყალბებას, ხოლო კომისიის თავმჯდომარე არ გადადგებოდა.

რით შეიძლება დასრულდეს ეს პროტესტი კომენდანტის საათის პირობებში, რომელიც ხვალიდან ძალაში შედის კორონავირუსის აფეთქების გამო - დღეში 3 ათასი ინფიცირებული! - რთულად პროგნოზირებადი როდია...

ცესკოს შენობასთან მიახლოებულმა მომიტინგეებმა ღობე დალეწეს და პოლიციელებს ქვები დაუშინეს. ამიტომ პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. მობილიზებულია სპეცრაზმი.

საქინფორმი