პოლიტიკა
საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. რიგგარეშე არჩევნები იქ ტარდება, სადაც არჩევნების გაყალბება მოხდა. მსგავსი რამ ქვეყანაში არ ყოფილა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კალაძემ განაცხადა, არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდა.
„არჩევნები ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა, რასაც შესაბამისი შეფასებები მოჰყვა საერთაშორისო და სადამკვირვებლო დონეზე. ასევე, ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან. იყო მცირე ხარვეზები, ეს იყო საარჩევნო პროცესის და არჩევნების დღეს. ამის გამომწვევი მიზეზები რა იყო, ამაზე წინასწარ ვსაუბრობდით. კერძოდ, პროვოკაციებსა და მიზანმიმართულად დაძაბულობის შემოტანაზე, მაგრამ მათ ეს არ გამოუვიდათ“, – განაცხადა კალაძემ.