პოლიტიკა
კეილ ბრაუნი - საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილე კეილ ბრაუნი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.

ვიზიარებთ ეუთო-ს შეფასებას. საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები, მაგრამ ამომრჩეველზე ზეწოლისა და სახელმწიფოსა და პარტიას შორის არსებული ბუნდოვანი ზღვარის შესახებ ბრალდებებმა საზოგადოების ნდობა შეამცირა. ხარვეზები და დოკუმენტური დარღვევები უნდა მოგვარდეს“, – აცხადებს ბრაუნი.

ეუთო-ოდირმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შეფასება დღეს გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა არსებითად შეცვლილ სამართლებრივ ჩარჩოში, რასაც წინ უძღოდა ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციები, რამაც მოიტანა ზოგიერთი გაუმჯობესება დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის, თუმცა საჭიროა მეტი ძალისხმევა რათა ხარვეზები აღმოიფხვრას.