პოლიტიკა
ოპოზიცია იშლება – ნიკა მელიამ გუბაზ სანიკიძეს ცემა (ვიდეო)

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია და „ძალა ერთობაშიას“ წევრი გუბაზ სანიკიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ოპოზიციონერებს შორის დაპირისპირების მიზეზი გუბაზ სანიკიძის მიერ „მთავარის“ ეთერში გაკეთებული განცხადება გახდა. სანიკიძის განცხადების თანახმად, ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ეშინია (ვიდეო იხ. აქ).

დგას ერთი დიდი კითხვის ნიშანი. ვისი ეშინია პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს ეშინია ერთადერთი კაცის დედამიწაზე, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. არ დადგა დრო რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდეს და ჩაერთოს ამ საქმეში? რადგან ჩვენი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი ამის მოლოდინშია“, - განაცხადა სანიკიძემ.

სანიკიძის საპასუხოდ ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ პოზიციის ერთობაში ხინჯის შეტანა არასწორი და მიუღებელია მისთვის.

შენ ახლა რასაც აკეთებ, ეს არის ხინჯის შემოტანა“, - აღნიშნა მელიამ და კითხვით მიმართა სანიკიძეს მოგზავნილი ხომ არ არის“.

რას ამსახურები შენი გამოსვლა? ან ვის უნახიხარ ბრძოლის ველზე. გამოხვედი მიშაზე მეტი მიშისტი“, - აღნიშნა მელიამ.

მისივე თქმით, გუბაზ სანიკიძე პროვოკატორივით იქცევა.

ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.

არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.