პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ - გამოცდა ძალაუფლებაზე: ხიდირბეგიშვილი მადლობას უხდის აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს

   2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა - ევროკავშირის, ნატოს წარმომადგენლებმა, ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოებმა საქართველოში - ცნეს თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად და რეკომენდაცია მისცეს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს არსებული დარღვევები მომდევნო არჩევნებისას. ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარეს ბალტიის ქვეყნებმა, რომელთა წარმომადგენლებიც საქართველოში დამკვირვებლებად იმყოფებოდნენ, ხოლო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პირველმა მიულოცა გამარჯვება მმართველი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ– მინისტრ გიორგი გახარიას.

   ვსარგებლობ შემთხვევით და, როგორც ქართველმა და საქართველოს მოქალაქემ, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ამ საბედისწერო მომენტში საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის. ეს ხომ უბრალოდ პროტოკოლური მილოცვა როდია მეზობლისგან, თუნდაც მოძმე ხალხისა და სტრატეგიული პარტნიორის სახელით. ილჰამ ალიევი, სხვა ქვეყნების ლიდერებისკენ გახედვის გარეშე, არ დაელოდა მათ მილოცვებს - მისი მილოცვა იყო მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პარტია "ქართული ოცნების" კანონიერი გამარჯვების აღიარება. და ეს შემთხვევითი როდია: ილჰამ ალიევმა და მისმა მამამ, პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა, საკუთარ თავზე გამოსცადეს - რა ნიშნავს დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს შიგნით, ამიტომ ალიევებმა იციან ხალხის მტრები მზად არიან საკუთარ ანგარებიან მიზნებს შესწირონ სამშობლო!

ალიევის მილოცვა პასუხია პოლიტიკურ ავანტიურისტს - გაერთიანებულ ოპოზიციას, რომლის დისტანციური ლიდერიც უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს ექსპრეზიდენტმა და მისმა თანამოაზრეებმა წინასაარჩევნოდ სცადეს ქვემო ქართლის რეგიონის აზერბაიჯანელი მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლების პროვოცირება ხელისუფლების წინააღმდეგ, აზერბაიჯანელების მოსყიდვა ფულით, მედიკამენტებითა და, ასევე, ვერაგულად მათი გულის მოგება - აქაოდა, სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა მხარს უჭერენ აზერბაიჯანს სომხების წინააღმდეგ ომში, ამიტომ ხმა მოგვეცით!

მაგრამ ჩვენმა აზერბაიჯანელებმა გამოიცნეს მათი დაბალი ზრახვები - ქვემო ქართლში არჩევნები ჩატარდა ყოველგვარი ინციდენტის გარეშე, ორგანიზებულად და მშვიდად, და იქ გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ! ხოლო დამარცხებულმა ოპოზიციამ მეორე დღესვე გასცა საკუთარი თავი - არჩევნების შემდეგ გამართულ მიტინგზე, ოპოზიციური პარტიების ზოგიერთმა ლიდერმა შეურაცხყო აზერბაიჯან, ბელრუს და შუა აზიის რესპუბლიკებ, უწოდა რა მა პრეზიდენტებს "თურქმენბაში", რაც მათი გაგებით უკიდურესი ჩამორჩენილობის, დიქტატურისა და შუასაუკუნეობრივი მონობის სინონიმია!

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მილოცვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ძმური მეგობრობისა და პარტნიორობის ურღვეობის დემონსტრაციად იქცა - გახსოვთ, როდესაც საქართველო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, როგორ გათიშა პრეზიდენტმა ალიევმა ელექტროენერგია მთელ ბაქოში, რათა ელექტროენერგია მიეწოდებინა საქართველოსთვის?! ილჰამ გეიდარის ძემ აღნიშნაძმებს შორის შეუძლებელია იყოს გადაუჭრელი საკითხები, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველოაზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის დროს "ვინმემ შეცდომა დაუშვა", ეს აუცილებლად გამოსწორდება! ეს ღირსეული პასუხი იყო სააკაშვილის პროვოკატორებისთვის, რომლებიც ყველა კუთხე–კუნჭულში გაჰყვირიან - აქაოდა, აზერბაიჯანი გადაუკეტავს გაზს საქართველოს, აჯანყებას მოაწყობს ქვემო ქართლში და მოახდენს რეგიონის ანექსიას, თუ საქართველოს ხელისუფლება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დაბრუნებას მოითხოვს! თუმცა, ცოტა ხნის წინ იმავე მოღალატეებმა დაადანაშაულეს ივანიშვილის მთავრობა ალიევის მთავრობასთან დანაშაულებრივ შეთქმულებაში და პირზე დუჟმომდგარი იცავდნენ „უდანაშაულო ჟურნალისტსა და უფლებადამცველს“ აფგან მუხთარლი!

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გასული არჩევნები, რომელიც, პანდემიის მიუხედავად, მართლაც შესანიშნავად იყო ორგანიზებული და უპრეცედენტო იყო აქტივობის მაღალი მაჩვენებლით საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე ჩატარდა მეორე, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ სამცხეჯავახეთი რეგიონში, სადაც ისევე, როგორც ქვემო ქართლში, გაიმარჯვა "ქართულმა ოცნებამ" და მეორე ტური არ ჩატარდება. ამიტომ, სომხები და აზერბაიჯანელები, ევროპელებსა და ამერიკელებთან ერთად, დღეს აღშფოთებით უმზერენ თბილისს, სადაც პარლამენტის წინ შეიკრიბა სააკაშვილის მიერ ბითუმად ნაყიდი რამდენიმე ასეული ოპოზიციონერი“. დაქირავებული მოღალატეები ყვირიან, იგინებიან, ფურთხებია, კეტავენ საავტომობილო მოძრაობას, ხელისუფლების გადაყენებას და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ!

ეს გაერთიანებული ოპოზიციის სახეა, რომელიც სრული მობილიზაციის დროსაც კი არ შეუძლია 2 ათასზე მეტი მხარდამჭერის შეკრება, რეგიონების ჩათვლით. მათ ხელმძღვანელობენ სწორედ ისინი, ვინც გამუდმებით შეურაცხყოფს აზერბაიჯანსა და მის პრეზიდენტს, პლუს იმ პარტიათა ლიდერები, რომლებმაც არჩევნებში ნული პროცენტი მიიღეს. კანონმორჩილი თბილისელები, რომლებიც სიამოვნებით გაწმენდდნენ პროსპექტს ანტისანიტარიისგან, ჯერჯერობით ითმენენ ამ სიბილწეს, რადგან პატივს სცემენ ხელისუფლებას. ქართველებისათვის საძულველი პროვოკატორები ხომ სწორედ იმაზე ოცნებობენ, რომ მათ ფიზიკურად შეონ და ისინი იქცნენ "სიმართლისთვის წამებულ გმირებად"!

აღსანიშნავია, რომ ყველა ამ წესო ადამიანებს არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებ: ერთ ცოლი გაქცა - სააკაშვილ დაბრუნდა და უბედურ სურს დაუმტკიცოს, რომ ისმის საყვარელზე ძლიერიბელადია: ვიღაცამ ვერ შეძლო პუტინ მოტყუებ და სააკაშვილს ნულოვანი რეიტინგით დაუბრუნდა; სხვას კი სურდა რუსეთის საელჩოს მეშვეობით ფულის მიღება მოსკოვიდან, შემდეგ ივანიშვილისგან, მაგრამ როდესაც იდიოტს უარი უთხრეს გონებრივი არასრულფასოვნების გამო, მოჯამაგირედ დაუდგა მიშას.

თუმცა, ნებისმიერ "მედალს" მეორე მხარეც აქვს: ხელისუფლებამ, თუკი პრეტენზია აქვს, ხელისუფლებად იწოდებოდს, უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი და კანონის ფარგლებში მოახდინოს დამრღვევების იზოლირება! ხელისუფლებამ კანონის შესაბამისი მუხლების საფუძველზე უნდა მისცეს პასუხისგებაში ის დამნაშავეები, რომლებიც აღვივებენ შუღლს მოქალაქეტა შორის პოლიტიკურ, რელიგიურ და ეროვნულ ნიადაგზე, მათ შორის - ახალგაზრდებში, რაც ყველაზე ამაზზრზენი და სახიფათოა!!!

 

ხელისუფლება, რომელიც მკაცრად აჯარიმებს მოქალაქეებს კორონავირუსის გამო დადგენილი წესების დარღვევისთვის (ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა, ხელების დეზინფექცია და ტემპერატურის კონტროლი საზოგადოებრივ ადგილებში, 5 ადამიანზე მეტი ნებისმიერი მასობრივი ღონისძიების აკრძალვა, დახურული რესტორნები და ბარები, კარანტინი და თვითიზოლაცია), ასობით ოპოზიციონერს საშუალებას აძლევს, გამართონ მიტინგები - ნიღბების გარეშე, ჭყლეტაში, ქალაქის ცენტრში, უამრავ გამვლელს შორის! ნაძირლები ხომ შემდეგ შინ ბრუნდებიან და კონტაქტი აქვთ ოჯახის წევრებთან, მეზობლებთან, ნაცნობებთან, უბრალოდ - საზოგადოებრივ ტრანსპორტი მგზავრებსა და მყიდველებთან მაღაზიებში! რატომ დუმან ამის შესახებ ცნობილი ქართველი ეპიდემიოლოგები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ტელეეკრანებიდან გვიკრძალავდნენ დაქორწინებას და სიკვდილსაც კი, და ლუგარის ლაბორატორიით გვაშინებდნენ?!

თბილისელთა ყურადღებას მივაპყრო: არჩევნებამდე ბოლო დღეებში დაინფიცირებულთა რიცხვ დღეში 1900 – დან 1600 – მდე მცირდებოდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 2400 – მდე იზრდებოდ. თავისუფლების მოედანსა და რუსთაველზე გამართული ოპოზიციის მიტინგების შემდეგ კი კორონავირუსი დასნეულებულთა რიცხვი კვლავ 1900, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1600...

   კიდევ, შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერები არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ღიად აცხადებდნენ, რომ თუ ისინი არ გაიმარჯვებდნენ, მაშინ რევოლუციას მოაწყობდნენ საქართველოში და ხელისუფლებას დაამხობდნენ! ძნელი წარმოსადგენი როდია, მსგავს სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლების ადგილას როგორ მოიქცეოდა აზერბაიჯანის, და ნებისმიერი სხვა ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს არ შესწირავს პოლიტიკურ ავანტიურისტთა ჯგუფს!

   ჰოდა, გამოდის, რომ დღეს "ქართული ოცნება" ძალაუფლებაზე გამოიცდას გადის. გაფიქრებაც კი მზარავს - რა მოხდება, თუკი ის ამ გამოცდას ვერ ჩააბარებს...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2020 წლის 3 ნოემბერი
საქართველო, თბილისი