პოლიტიკა
საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ნიკოლ ფაშინიანისა და გიორგი გახარიას სატელეფონო საუბარი 2 ნოემბერს შედგა.
„მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.