პოლიტიკა
საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ ეტაპზე დათვლილია 3838 საარჩევნო უბანი. არსებული მონაცემების მიხედვით, “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ 48.16%-იანი, ხოლო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 27.12%-იანი მხარდაჭერა აქვს. დანარჩენი საარჩევნო ბარიერგადალახული პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო შედეგი ასეთია: “ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 3.78%, "პატრიოტთა ალიანსი" - 3.15% , "სტრატეგია აღმაშენებელი” - 3.15% , “ლელო“ - 3.16% , “გირჩი“ – 2.89% , “ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ - 1.33 % , "ლეიბორისტული პარტია" – 1%.