საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების არანაკლებ 50% სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია კოალიციას ჩამოაყალიბებს
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ქართულმა ტელეკომპანიებმა შაბათს, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ეგზიტპოლების შედეგები გაავრცელეს.
ყველა გამოკითხვაში ლიდერობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
ოპოზიციური ტელეკომპანიების დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვების მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის ხმები მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის:
Ipsos, ტელეკომპანია „მთავარი“ - 41%
Edison Research, „ფორმულა ტვ“ -46%
ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანიების ეგზიტპოლების შედეგები ასეთია:
Survation, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - 52,26%
Public Opinion Strategies, ტელეკომპანია „იმედი“ - 55%
მთავრობის ფორმირებისა და დამტკიცებისთვის „ქართულ ოცნებას“ ხმების არანაკლებ 50% სჭირდება
წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციას თეორიულად შეუძლია შექმნას კოალიცია და მთავრობის ფორმირების უფლება მიიღოს, „ქართული ოცნება“ კი უმცირესობაში აღმოჩნდება.