სამართალი
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საკუთარ სახლებში 100-ზე მეტი შეწყალებული პატიმარი შეხვდება, მათ შორის – 7 ქალი და ერთი არასრულწლოვანი. შესაწყალებელ პატიმართა სია პრეზიდენტს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.
რეკომენდატორთა განცხადებით, პატიმართა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი დანაშაულის სიმძიმე, ასევე, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობაა.