საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 526 023 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათ შორის საზღვარგარეთ – 14 170, ხოლო საქართველოში 3 511 853 ამომრჩეველი.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს ხმის მიცემა 3 657 საარჩევნო უბანზე შეუძლიათ. საზღვრებს გარეთ შექმნილია 52 საარჩევნო უბანი, მათ შორის ორი ავღანეთში. გამონაკლისის სახით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გახსნილია 11 სპეცუბანი, ხოლო კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, საკარანტინო სივრცეებში, თვითიზოლაციასა და სტაციონარში მყოფი პირებისთვის, რომლებიც ე.წ. სპეცსიებში არიან, 127 კოვიდუბანია გახსნილი.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 50 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს. 30 მაჟორიტარულ ოლქში 50 პოლიტიკური სუბიექტისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, ჯამში 500 მაჟორიტარობის კანდიდატია რეგისტრირებული.
ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობენ:
„ზვიადის გზა“ (ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის) N43; „სოციალური სამართლიანობისათვის“ N34; „საქართველო“ N20; „გია ჟორჟოლიანი – სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ N46; „ირაკლი ოქრუაშვილი – გამარჯვებული საქართველო“ N17; „ახალი ძალა“ N23; „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ N7; „რეფორმატორები“ N42; „გირჩი“ N36; „სახალხო პარტია“ N32; „ჯონდო ბაღათურია – ქართული დასი“ N49; „ქართული ფესვები“ N28; „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ N51; „შეცვალე საქართველო“ N30; „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა – ქდმ“ N4; „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ N16; „თეთრები“ N1; „ზვიად ძიძიგური – საქართველოს კონსერვატიული პარტია“ N47; მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო“ N57; ეკა ბესელია – პპ „სამართლიანობისთვის“ N26; „არჩევანი სამშობლოსათვის“ N48; „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ N9; „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ N3; „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“ N45; „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ N12; „მომავალი საქართველო“ N6; „ლელო – მამუკა ხაზარაძე“ N56; „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ N24; „ბეჟან გუნავა – ქართული არჩევანი“ N14; „თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)“ N21; „რეფორმერი“ N13; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ N19; „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“ N31; „ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილი – ქართული იდეა“ N44; „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა“ N55; „პროგრესული საქართველო“ N50; „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ N10; „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ N11; „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)“ N33; „თავისუფალი დემოკრატები“ N25; „სერგო ჯავახიძე-ევროატლანტიკური ვექტორი“ N52; „ანა რეხვიაშვილი – სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატები“ N54; „საქართველოს განვითარების პარტია“ N60; „ტრადიციონალისტები“ N53; „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ N8; „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ N41; „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ N2; „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ N18; საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ N5; საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ N27.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ახალი საარჩევნო სისტემით იმართება. ამომრჩეველი მეათე მოწვევის პარლამენტს ოთხი წლის ვადით, შერეული სისტემით აირჩევს – 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევა, ხოლო 30 – მაჟორიტარული სისტემით.