სამართალი
ჯონი თარბა: „პოლიცია ჩრდილს ვერ მიაყენებს ქართველებთან ჩემს დამოკიდებულებას“

pol_zugdidსაქინფორმის კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს:

„40 წლის ოჩამჩირელი ჯონი თარბა, ეროვნებით აფხაზი, როგორც დევნილი, ზუგდიდშია რეგისტრირებული. აქ ნათესავებთან ცხოვრობს. ის ხშირად ენგურის ცენტრალური ხიდის გავლით მოძრაობს ზუგდიდსა და ოჩამჩირეს შორის; ქართველებსა და აფხაზებს შორის ძმობისა და მეგობრობის ურთიერთობის აღდგენას ცდილობს.

ამ დღეებში ზუგდიდელ სამართალდამცველებს მის ქმედებაში რაღაც არ მოეწონათ. მას, თავის ნათესავებსა და მეგობრებთან ერთად, მანქანაში მყოფს, 15 პოლიციელი „დაესხა“ თავს. ყველანი წაიყვანეს პოლიციაში, მაგრამ საეჭვო ვერაფერი აღმოუჩინეს. საღამოს დაჭერილები დილით გამოუშვეს. ჯონი თარბას განმარტებით, პოლიცია ყველგან ერთნაირია. მათი ქმედება ჩრდილს ვერ მიაყენებს მის დამოკიდებულებას ქართველების მიმართ“.