უცხოეთი
საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 78 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8 856 413-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
ამავე მონაცემების თაანხმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 994 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 227 685-ს მიაღწია.
ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
interpressnews.ge