საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი

 საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 14 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 215-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 769 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 832 ადამიანი, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 249-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.