პუბლიკაციები
საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო სამუდამოდ დაივიწყებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს - საქინფორმი

     შაბათს, 31 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მმართველი პარტია "ქართული ოცნება" (ლიდერი - ექს-პრემიერ–მინისტრბიძინა ივანიშვილი) მარტო უპირისპირდება ყოფილ მმართველ პარტია"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" (მ, ლიდერი - ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი), რომელმათავის გარშემო 20 პარტია შემოიკრიბა ("გაერთიანებული ოპოზიცია" - ბლოკი "ძალა - ერთობაშია"), რომელთაგან მთავარია ენმ–ის ბაზაზე შექმნილი "ევროპული საქართველო", (ლიდერი - უშიშროების საბჭოს ექს-მდივანი გიგა ბოკერია).

   სააკაშვილმა წინასწარ განაცხადა, რომ ისინი არ შეეგუებიან დამარცხებას - მხოლოდ გამარჯვება! ან ისინი, ან ჩვენ! " - და ფიზიკურ დაპირისპირებაზეც კი წავლენ, ამიტომ მოუწოდებენ არმიასა და პოლიციას, არ დაემორჩილონ უფროსების ბრძანებებს. "სამსახურს შეინარჩუნებ, თუ კარგად მოიქცევი!", - მიმართა მან სამხედროებსა და პოლიციას გასულ პარასკევს. შეიარაღებული ყოფილი სამხედროები – ოფიცრები და გენერლები, მათ შორის უკრაინიდან დაბრუნებული "ქართული ლეგიონი", ასევე პოლიციელები, რომლებიგაერთიანებული რიან სავალალოდ ცნობილ ონდერბრიგადებში, მზად არიან სააკაშვილის ბრძანებით საქართველოში დაიწყოტერორი და ხელისუფლება დაამხონ. მათ დასაკარგი არაფერი აქვთ - არჩევნების შემდეგ საქართველოში გამოქვეყნდება უმძიმესი ბრალდებები ენმ–სა და სააკაშვილის წინააღმდეგ, მათ შორის სამშობლოს ღალატის ფაქტები, რის საფუძველზეც გაუქმდება ექსმმართველი პარტიის რეგისტრაცია, ხოლო დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან. თუ ხელისუფლებამ ამას არ გააკეთებს, სამოქალაქო აფეთქება გარდაუვალია, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

   სოხუმი და ცხინვალი უკიდურესად შეშფოთებულნი არიან თბილისში არსებული ფეთქებადსაშიში ვითარებით. თუ ოპოზიციამ წარმატებას მიაღწია არჩევნებში და სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, ეტადრე კოალიციური მთავრობის მეთაურად, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი შეიძლება სამუდამოდ დაივივიწყოთ: დღევანდელი გამჭვირვალე საზღვრები მთლიანად ჩაიკეტება უკვე სრულფასოვანი საზღვრების დაცვა გაორმაგდება; ჟენევის ფორმატი აღარ არსებბს - ცხინვალისა და სოხუმიწარმომადგენლები არასდროს დასხდებიან მოლაპარაკებების მაგიდასთან პრემიერ-მინისტრ სააკაშვილის წარმომადგენლებთან; თანამდებობა „პრემიერმინისტრის (სააკაშვილის) სპეციალური წარმომადგენლის რფ–თან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში“ გაუქმდება პრაღის ფორმატთან ერთად, ხოლო ზურაბ აბაშიძე თანამდებობიდან გათავისუფლდება.

   წარსულჩაბარდება არა მხოლოდ აფხაზებსადა სამხრეთ ოსებთან შერიგებისა და რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების, არამედ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების იმედები - არასტაბილური ქვეყნისთვის შენგენის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი შეჩერდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად. სააკაშვილის მთავრობასთან საქმის დაჭერა ცოტას თუ ენდომება პოსტსაბჭოთა სივრცეში, მით უმეტეს - ირანსა და BRICS– ის ქვეყნებს. რუსეთი შეწყვეტს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის დროს აღდგენილ სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ ურთიერთობებს საქართველოსთან, არ ურჩევს რუს ტურისტებს ეწვიონ "რუსებისთვის არაუსაფრთხო ქვეყანას" და კვლავ გაამკაცრებს სავიზო რეჟიმს. ასევე აიკრძალება ფულადი გზავნილები საქართველოში, რაც გამოიწვევს ეკონომიკურ კოლაფსს. ბიზნესი, ისევე როგორც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რეკეტს დაექვემდებარება.

ერთადერთი ქვეყანა, რომელთან ურთიერთობაც აყვავდება, არის თურქეთი, სადაც საქართველოს ელჩი სააკაშვილის დედა - თურქოლოგი გიული ალასანია გახდება. აღდგება უმსხვილესი ნარკოტრაფიკი "ავღანეთი-საქართველო-თურქეთი-ევროპა", აგრეთვე ნარკობუნაგები აჭარაში და ნარკოვაჭრობა ქვემო ქართლში.

საქართველოში დაიწყება ანგარიშსწორება სხვაგვრად მოაზროვნეებთან, მასობრივი დაკავებები და ლიკვიდაციები "გაურკვეველ ვითარებაში" - სააკაშვილმა ვიწრო წრეში დაიფიცა, რომ არ გაიმეორებს "წარსულ შეცდომებს" - წინასწარ შედგენილიარასასურველ პირთა სიები - პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, საზოგადო, კულტურისა და სპორტის მოღვაწეების, ასევე მღვდელმსახურების - მათ ყველას მიაკითხავენ...

საქინფორმი

2020 წლის 26 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი