საზოგადოება
საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 22 803 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 398 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 401.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 178-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 408 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 155 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 848-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.