საზოგადოება
მიხეილ ხუბუტიამ ტელეარხ „РБК“-ს ინტერვიუ მისცა

xubutiaქართველთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ ტელეარხ „РБК-ს პროგრამა „დიალოგში“ დასმულ კითხვებს უპასუხა. საუბრის თემა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა მიმდინარე მდგომარეობა და ამ მდგომარეობიდან გამოსავალი იყო.

„მიუხედავად პოლიტიკოსების სურვილის უქონლობისა – გააუმჯობესონ რუსულ-ქართული ურთიერთობები, სახალხო დიპლომატიამ უნდა იმოქმედოს. რუსმა და ქართველმა ხალხმა არაანგაჟირებული, ნათელი ხედვით უნდა აღიქვას ჩვენს ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები. საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა კორუფციის დაძლევა, სერიოზული რეფორმების გატარება, მაგრამ ისეთი რამ, როგორიც მეორე მსოფლიო ომის გმირებისადმი მიძღვნილი მემორიალის აფეთქება იყო, ცხადია, მთლიანად ანადგურებს ქვეყნის იმიჯს. ეს აფეთქება საშინელი ტრაგედია იყო, ამიტომ ჩვენ, რუსეთში ქართველთა კავშირი, მაშინვე შევუდექით ამ ძეგლის მოსკოვში აღმართვის საქმეს და სრული მხარდაჭერა მივიღეთ რუსეთის ფედერაციის მთავრობისაგან, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინისაგან. მრავალი ქართველი რუსეთს იმთავითვე სამშობლოდ მიიჩნევდა. მაგალითად, მე მუდამ ვგრძნობდი ხალხის განსაკუთრებულ მზრუნველობას – გავიარე რთული გზა პაველეცკის სადგურის მტვირთავიდან მოსკოვის ოლქის ვაჭრობის მინისტრამდე. რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს, ეს მათი სამშობლოა. ორ ქვეყანას შორის ახლანდელი არცთუ იოლი დამოკიდებულების პირობებში გამონათქვამებში მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენას ვურჩევდი ყველას. დაუშვებელია, როდესაც პიარის გამო პარლამენტარები ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ, შემდეგ კი შედეგები უბრალო ხალხის ბედზე აისახება. მაგალითად, როგორ შეიძლება განაცხადო, რომ საქართველო უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა და ამ დროს საპასუხისმგებლო თანამდებობა გეკავოს? რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკოსებმა უარი უნდა თქვან სიძულვილის რიტორიკაზე“, – განაცხადა ხუბუტიამ.