საზოგადოება
საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 337 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9003.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 172-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 462 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 071 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 772-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.