სამართალი
დავით გარეჯთან დაკავშირებულ საქმეზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გამოკითხეს

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას გამოკითხვა მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, დარსალიას დავით გარეჯთან დაკავშირებით კითხავდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.