აქტუალური
გიგა ბოკერია - სააკაშვილმა ვარდების რევოლუციის ღირებულებებს უღალატა

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროპული საქართველოს დეპუტატისა და ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვარდების რევოლუციის ღირებულებებს „უღალატა“ და „დღეს არის იმ ხალხთან ერთად, ვინც ფუნდამენტურად ამ ღირებულებების მოწინააღმდეგე იყო“. მან ამის მაგალითად გუბაზ სანიკიძე დაასახელა, რომელიც მისივე თქმით, სააკაშვილს აბრალებდა, რომ იგი „დაფარული სომეხია“ და „ეთნიკურ შუღლს აღვივებდა“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას, ბოკერიამ აღნიშნა, რომ, შესაძლოა, ადამიანები პოლიტიკურ პარტიებს იცვლიდნენ და ისტორიაში ამის ბევრი „კარგი და ცუდი“ მაგალითებია, თუმცა ისინი პოლიტიკური ღირებულებების ერთგულნი უნდა რჩებოდნენ.