საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 15 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 447 335 -მდე გაიზარდა, - ამ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 317 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვი 25 000-ს მიუახლოვდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაღუპული პაციენტების რაოდენობა რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან. 10 952-ით გაიზარდა ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. საერთო ჯამში კი რუსეთში კოვიდ 19-სგან 1 096 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა.
ცნობისთვის, ინფიცირებულების რაოდენობით, რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ.
interpressnews.ge